"საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია" წარმოადგენს ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სატრანზიტო ოპერატორებს და მუშაობს მათი ინტერესების დასაცავად. ასოციაცია დაკავებულია სატელეკომუნიკაციო დარგში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრით, შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს, ახორციელებს საინფორმაციო მხარდაჭერას და უფასო სამართლებრივ დახმარებას მისი წევრი კომპანიებისათვის.

ოპერატორების ეკონომიკური და სამართლებრივი დახმარების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ასოციაციის სახელშეკრულებო ურთიერთობები ტელეარხებთან რეტრანსლიაციის უფლების მიღებისათვის, რაც მნიშვნელოვნად უადვილებს ოპერატორებს მუშაობას, როგორც ეკონომიკურ, ისე სამართლებრივ ნაწილში. დღეის მდგომარეობით ასოციაცია ახორციელებს მსოფლიოს მრავალი რეიტინგული და წამყვანი ტელეარხების დისტრიბუციას საქართველოში. მუდმივად ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს ახალი და საინტერესო ტელეარხები ქართველი საკაბელო ოპერატორებისათვის.

"საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია" აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში და ამავე დროს გვევლინება ბევრი კონფერენციის პარტნიორად.

"საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია" ორგანიზატორობით საქართვლოში განხორციელდა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რამაც სასიკეთო გავლენა იქონია სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებაზე.

კერძოდ, კავშირის ორგანიზატორობით 2005 წელს საქართველოში ჩატარდა ტელერადიომაუწყებელთა და საკაბელო ოპერატორთა მე-5 საერთაშორისო კონგრესი - მესამე ათასწლეული ერთად, ასევე კავშირი არის ორგანიზატორი 2007 წელს გამართული კონფერენციისა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. ხოლო 2008 წელს ციფრული მაუწყებლობის შესახებ ჩატარებული სართაშორისო კონგრესისა.

2016 წლის სექტემბერში "საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის"  მიერ ჩატარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად-2016", რომელსაც დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება ჰქონდა ბევრ ქვეყანაში. კავშირი გახლდათ ორგანიზატორი საერთაშორისო კონფერენციისა „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2017“, რომელიც ჩატარდა ერევანში. ასევე ორგანიზატორი და მასპინძელი საერთაშორისო კონფერენციისა თბილისში - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018".

"საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციას"  აქვს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ბევრი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან. ასოციაციამ 2017 წლის 28 მარტს ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის შესახებ „ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციასთან".

"საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია" აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის საქართველოში.