1+1 International

 

1+1 International არის უკრაინულ ენოვანი ტელეარხი უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები მათი თანამემამულეებისათვის. მაუწყებლობის დღის წესრიგის საფუძველი იქმნება TSN (ახალი ამბების სატელევიზიო სერვისი) მიერ, რომელიც სთავაზობს პირდაპირ ეთერს კიევიდან და 1+1 პროდუქციის საუკეთესო პროგრამებს: კულტურულ პროექტებს, თოქ-შოუებს, დოკუმენტურ ფილმებს და არხის პარტნიორების მიერ შექმნილ პოპულარულ ტელესერიებს.

1+1 International-ის მთავარი კონცეფცია ისაა რომ TSN-ის უახლესი ინფორმაცია, პუბლიცისტური და დოკუმენტური პროექტები გაერთიანდეს პოპულარულ ტელესერიებთან, რითაც დაეხმარებიან საკუთარ თანამემამულეებს თავი იგრძნონ უკრაინის თანამედროვე ცხოვრების შუაგულში.

დღეს 1+1 International არის ოჯახზე ორიენტირებული არხი, სადაც ნებისმიერს შეუძლია იპოვოს მისთვის მოსაწონი პროგრამა. ტელეარხი გთავაზობთ კონტენტის ფართო არჩევანს, დაწყებული მულტფილმებით, დამთავრებული ინტელექტუალური თოქ-შოუებით. 

 

უკან