Telco Trends 2017: ახალი ტექნოლოგიები, ბრძოლა „მეკობრეებთან“ და ვირტუალური რეალობა

14 აგვისტოს იურმალაში იწყება ბალტიის ქვეყნების საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების მთავარი მოვლენა - მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა    TELCO TRENDS 2017.  400-მდე ექსპერტი მსოფლიოს 37 ქვეყნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავს ინდუსტრიის ყველაზე ცხელ თემებს: ახალ ევროპულ დირექტივებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ახალ რევოლუციურ ტექნოლოგიებს და ტელევიზიის მომავალს.   

კონფერენცია, რომლის გენერალური პარტნიორები არიან   SES და «Первый канал. Всемирная сеть», ოფიციალურად გაიხსნება 15 აგვისტოს. ევროკავშირის ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილე ექსპერტები მოახსენებენ „ციფრული ევროპის“ პროგრამის რეალიზაციის და აუდიოვიზუალური მომსახურების გაწევის ევროკავშირის დირექტივის შესახებ.

ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ოპერატორების ბიზნესის ეფექტურობის ამაღლების საშუალებას იძლევა, წარმოადგენენ SES-ის,  TELIA-ს და CONAX-ის წარმომადგენლები.
 
სადილის შემდეგ შედგება ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მეკობრეობასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. „ლატვიაში ლეგალური კონტენტისთვის“ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დაცე კოტზევა მოახსენებს იმის შესახებ, როგორ მოახერხეს ლატვიაში ნახევარწლიანი მუშაობის შედეგად   აუდიოვიზუალური მომსახურების არალეგალური ბაზრის 20%-ით შემცირებააუდიტორიის წინაშე ამ საკითხზე საუკეთესო უცხოური ექსპერტები წარსდგებიან: Discovery Communications Europe-ის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთქმედების ვიცე-პრეზიდენტი Ross Beggam (დიდი ბრიტანეთი),  MUSO-ს სტრატეგიის დირექტორი    Christopher Elkins (დიდი ბრიტანეთი),  „ინტერნეტ-ვიდეოს“ ასოციაციის გენერალური დირექტორი ალექსეი ბირდინი (რუსეთი). 

16 აგვისტოს მუშაობა ASTRO STROBEL-ის და BKTEL-ის ტექნიკური სიახლეების პრეზენტაციით დაიწყება.   


შემდეგ, Pay TV-ის ბაზრებზე ახალი ტენდენციებისა და ბიზნეს-მოდელების შესახებ  ევროპის წამყვანი სპიკერები, კანში  MIPTV -ის მუდმივი მონაწილეები მოახსენებენ.  Ampere Analysis-ის ანალიტიკური კომპანიის კვლევების დირექტორი გაი ბისონი (დიდი ბრიტანეთი) წარსდგება მოხსენებით „ტელევიზიის მომავალი  OTT-ს სამყაროში: გადარჩენის სახელმძღვანელო“, ხოლო  INVR.SPACE-ის გენერალური დირექტორი სონკე კირჩხოფი (გერმანია) ჩაატარებს პრეზენტაციას „რას ნიშნავს ვირტუალური რეალობა ტელევიზიისთვის?“    

პრაქტიკულ რჩევებს და ლაიფხაკებს Telco Trends-ის მონაწილეებს გაუზიარებენ სტუმრები რუსეთიდან. J'son & Partners Consulting-ის ტელევიზიის და კონტენტის დეპარტამენტის  დირექტორი დიმიტრი კოლესოვი გააანალიზებს ფასიანი ტელევიზიის ოპერატორების  ARPU-ს ამაღლებაზე მიმართული  მოქმედებების ეფექტურობას. ხოლო „ელექტრონული ფულის“ ასოციაციის პრეზიდენტი ვიქტორ დოსტოვი მოახსენებს ახალი საგადახდო ტექნოლოგიების შესახებ.

მეორე დღეს დაასრულებს პირველი არხის „ციფრული ტელეოჯახის“ (რუსეთი), AETN UK (დიდი ბრიტანეთი),  "Game Show" (რუსეთი),  ZOOM TV (პოლონეთიკონტენტის პრეზენტაცია.
 

 Telco Trends-ზე შედგება ნადირობისა და თევზაობის შესახებ ახალი HD-ტელეარხის   «Дикое ТВ»-ს პრეზენტაცია, რომლის ტრანსლაცია ამ  შემოდგომას დაიწყება.

კონფერენციის დროს იმუშავებს ტექნიკური სიახლეების გამოფენა და კონტენტის ბაზრობა Content Marketplace.

ღონისძიებას ფართოდ გააშუქებს მასმედია. Telco Trends-ის პარტნიორები არიან დარგის წამყვანი გამოცემები: ComNews, Кабельщик, MediaSat, Работники TV.

საღამოს სტუმრებს ელით დაუვიწყარი გასართობი პროგრამა:    welcome party იურმალას რესტორანში "Panorama" ტელეარხისგან «О!», პირველი არხის „ციფრული ტელეოჯახიდან“, კოქტეილ-პატი   SES-ისგან  პლაჟის რესტორანში «36-ე ხაზი», ვახშამი ეროვნულ სტილში რიგის რესტორანში „ლიდო“ ტელეარხისგან   «Поехали!» ( „ციფრული ტელეოჯახი“).

Telco Trends
-ის ფინალური აკორდი 17 აგვისტოს გახდება მდიდრული ნადირობა ზუთხსა და კალმახზე Silakas-ის დასასვენებელ ბაზაზე, რომლის სპონსორია «Дикое ТВ».

Telco Trends-ის სტუმრებს, რომლებიუც ლატვიაში უქმეებზეც დარჩებიან, კიდევ ერთი ბრწყინვალე დღესასწაული ელით: 18 — 20 აგვისტოს რიგა ქალაქის დღეს აღნიშნავს!

 

TELCO TRENDS -ის ჩატარების ადგილიაSemaraH Hotel Lielupe

TELCO TRENDS -ის სამუშაო ენებია: რუსული, ინგლისური. უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი.

 

მონაწილეობის საფასური:

მხოლოდ სამუშაო სესიები   — 100 ევრო

ყველა ღონისძიება  - 200 ევრო

დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეიძლება TELCO TRENDS -ის ოფიციალურ საიტზე   www.telcotrends.eu

TELCO TRENDS -ის სიახლეებს გაეცანით ფეისბუქის და ტვიტერის  ოფიციალურ გვერდებზე:

www.fb.com/telcotrends

www.twitter.com/telcotrends

გელოდებით იურმალაში!


 

უკან