Inter+

 

 

საერთაშორისო სატელევიზიო არხი Inter + არის წამყვანი უკრაინული არხის Inter-ის საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ვერსია და მოსახელე მედია ჯგუფის ფლაგმანი. Inter + აჩვენებს საოჯახო საავტორო პროგრამებს, დოკუმენტურ ფილმებს, გასართობ შოუებს, კინოს , საკუთარ მუსიკალურ პროექტებს და ახდენს სპორტული ღონისძიებების მაუწყებლობას. ამ არხის ძირითად მისიებსა და მიზნებში შედის გლობალურ სატელევიზიო სამყაროს გააცნონ უკრაინა, შექმნან ამ ქვეყნის შესახებ პოზიტიური იმიჯი, მსოფლიოში წარადგინონ დადებითად და უკრაინული ღონისძიებები თანამედროვე უკრაინელების ხედვით. Inter + არის ოჯახზე ორიენტირებული არხი ნოსტალგიური ხასიათით. ტელეარხის აუდიტორიას წარმოადგენს მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთ. ისინი ეთნიკურად უკრაინელები არიან, უკრაინის მოქალაქეები საზღვარგარეთ, უკრაინის ან დსთ-ს ქვეყნების ყოფილი მოქალაქეები და ნებისმიერი ის ადამიანი ვისაც სურს გაიგოს მეტი თანამედროვე, დამოუკიდებელი ინფორმაცია უკრაინის შესახებ. ამ არხის ატმოსფერო გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ევროპული მისწრაფებებით და კულტურული ორიგინალობით. 

უკან