Ukraine 24


 «Украина 24» არის საინფორმაციო-ანალიტიკური ტელეარხი.

არხი აერთიანებს რეგიონალურ წარმომადგენლობებს მთელ უკრაინაში და რამდენიმე საერთაშორისო რედაქციას, რომელთა საშუალებითაც მისი საინფორმაციო გუნდი პირველია, ვინც უკრაინელ მაყურებელს აქტუალური მოვლენების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას აწვდის.

«Украина 24» მაყურებელს სთავაზობს საინფორმაციო, პუბლიცისტურ, ანალიტიკურ თუ სოციალურ პროექტებს და საინფორმაციო გამოშვებებს საათში ერთხელ. არხი მუდმივად იხვეწება, ქმნის ახალ საინტერესო ფორმატებს და გადმოსცემს მხოლოდ ხარისხიან კონტენტს, რათა შეინარჩუნოს საინფორმაციო ლიდერის სტატუსი თავისი მაყურებლების თვალში.

დღეის მონაცემებით არხის აუდიტორია უცხოეთში 30 მილიონ ოჯახს შეადგენს. საინფორმაციო კონტენტი ხელმისაწვდომია კანადაში, აშშ-ში, პოლონეთში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელარუსში, მოდლოვაში, ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

«Украина 24» საინფორმაციო და ანალიტიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებით მუშაობს. არხის საინფორმაციო გუნდი ყოველთვის მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და სამართლიანად აშუქებს უკრაინისა და მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან მოვლენებს.

უკან