
2024-ში მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 150 მილიონი იყო, საიდანაც 137.8 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა2025-06-03
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 30 ათასით გაიზარდა და 776 ათასი შეადგინა. უცვლელი დარჩა აბონენტთა სიმკვრივე - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე კვლავ 67.1% შეადგინა. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიურმა საშუალო ზრდამ 1.4% შეადგინა.

აშშ-ში OTT პლატფორმებზე სპორტულ კონტენტზე მოთხოვნა იზრდება2025-05-20
კომპანია Hub-ის "What's Score?" კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი აუდიტორია უფრო ხშირად უყურებს სპორტულ ღონისძიებებს სტრიმინგ პლატფორმებზე, - წერს Advanced Television. 2025 წლის დასაწყისიდან გულშემატკივრები თანაბრად უყურებენ პირდაპირ ტრანსლაციებს როგორც OTT პლატფორმებზე ასევე საკაბელო არხებზე. გამოკითხულთა 69%-მა თქვა, რომ უყურებს პირდაპირ ეთერებს SVoD-ზე, როდესაც 66% სამაუწყებლო არხებზე და 63%-ს საკაბელოზე უყურებს.

გამოცხადდა HDMI 2.2: გაორმაგებული სიჩქარე და ახალი აუდიო სინქრონიზაციის პროტოკოლი2025-05-08
HDMI ფორუმმა CES 2025-ზე წარმოადგინა ახალი HDMI 2.2 სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს მის წინამორბედთან შედარებით ორჯერ მეტ სიჩქარეს - 96 გბიტ/წმ HDMI 2.1-ის 48 გბ/წმ ნაცვლად. ამის შესახებ ინფორმაცია HDMI ფორუმის ოფიციალურ პრესრელიზშია. ახალი სპეციფიკაცია 12K-მდე გარჩევადობით (12288 x 6480 პიქსელი) 120Hz განახლების სიხშირით ვიდეოს გაგზავნის საშუალებას იძლევა და ასევე მხარს უჭერს 8K 240Hz-ზე და 4K 480Hz-ზე. სტანდარტი უზრუნველყოფს არაკომპრესირებულ ვიდეო გადაცემას 4K-ში 240 Hz-ზე ან 8K-ზე 60 Hz-ზე, სრული ფერის სიღრმით 10 და 12 ბიტი. უფრო მაღალი გარჩევადობის ვიდეო შეკუმშულია ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობისთვის.

გურამ ბერუაშვილი: must carry და must offer-ის ქართული ვარიანტი2025-04-08
ინტერვიუ აღებულია 2018 წელს, საერთაშორისო კონფერენცია „საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეების" ფარგლებში.
სანამ თბილისში კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიისა და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018" მიმდინარეობს, მედიასატმა საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირის თავმჯდომარეს, კავკასიის საკაბელო ტელევიზიის პატრიარქს, გურამ ბერუაშვილს სთხოვა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

ოთხი მითი თანამედროვე ტელევიზიაზე2025-03-18
ყველას არაერთხელ გაგვიგია ფრაზა "არავინ აღარ უყურებს ტელევიზორს". და ეს მითია. მართალია, ღირს იმის დაკონკრეტება, რომ ხაზოვან ტელევიზიას რეალურად ნაკლებად უყურებენ, მაგრამ ამავე დროს ის მაინც ლიდერობს. თუ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს ავიღებთ, დღეში სატელევიზიო კონტენტის ყურების წუთების ჯამური რაოდენობა კი იზრდება, უბრალოდ, მისი მიღების მეთოდები დივერსიფიცირებულია

წყალქვეშა ინტერნეტი Aqua-Fi2024-12-05
"წყალქვეშა ინტერნეტი", რომელსაც შეუძლია მონაცემების გადაცემა სინათლის სხივების საშუალებით, მყვინთავებს საშუალებას მისცემს გადასცენ კადრები პირდაპირ სიღრმიდან.
ინტერნეტი კომუნიკაციის შეუცვლელი საშუალებაა, რომელიც აკავშირებს ათობით მილიარდ მოწყობილობას მთელს მსოფლიოში, მაგრამ აქამდე არ არსებობდა მარტივი გადაწყვეტილებები გლობალურ ქსელთან წყალქვეშა დასაკავშირებლად.

ქსელის ნეიტრალიტეტი2024-11-28
ინტერნეტ ნეიტრალიტეტის საფუძვლად არის აღებული იდეა, რომ ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა კონტენტზე თანაბარი პირობებით. აქ ის იგულისხმება, რომ ინფორმაციის წყაროსა და შინაარსის მიუხედავად, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მასზე წვდომა ზოგადი პრინციპით დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ფიქსირებული თანხის გადახდას კონტენტში სიჩქარის შეზღუდვის გარეშე.

ციფრული ტელევიზია და მისი მახასიათებლები2024-06-03
ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. სატელევიზიო სერვისის პროვაიდერებიც მუდმივად ზრდიან შესაძლებლობებს და აუმჯობესებენ ხარისხს. ეს არის ტელევიზიის ერთგვარი ევოლუცია. სატელევიზიო არხების საყურებლად აუდიტორიას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატი, როგორებიცაა საკაბელო ტელევიზია, სატელიტური მაუწყებლობა, ეთერი, ანალოგური და DVB-T2 პლატფორმები.

ფასიანი ტელევიზიების ბაზრის შემოსავლები მკვეთრად იკლებს 2024-05-20
ფასიანი ტელევიზიების ბაზრის შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იკლებს. Digital TV Research-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ რეპორტში აღნიშნულია რომ შემოსავლები 2025 წლამდე მკვეთრად შემცირდება, მიუხედავად აბონენტების რიცხვის ზრდისა. შემოსავლების კლება გავლენას მოახდენს 61 ქვეყანაში. ყველაზე დიდი პიკი მოსალოდნელია შეერთებულ შტატებში, სადაც სექტორის შემოსავალი 31 მილიარდი დოლარით შემცირდება. ბრაზილიასა და კანადაში შემცირება შეადგენს 1 მილიარდ დოლარს.

სატელეკომუნიკაციო სერვისები - სტატისტიკა და ფაქტები2024-03-12
სატელეკომუნიკაციო ქსელები არის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით მსოფლიო ახდენს კომუნიკაციას. ყველა სფეროში ეს ქსელები საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს და ბიზნესს დააკმაყოფილონ ციფრული საზოგადოების მოთხოვნები, იქნება ეს ჰიბრიდული მუშაობა, ონლაინ თამაშები თუ ვიდეო ზარი მეგობრებთან საზღვარგარეთ. ინტერნეტთან კავშირისადმი დამოკიდებულება იზრდება, ყურადღების ცენტრშია შემდეგი თაობის ქსელების დანერგვა, რომლებიც ემყარება ტექნოლოგიების ყველაზე საინტერესო განვითარებას, ხელოვნური ინტელექტიდან (AI) ნივთების ინტერნეტამდე (IoT).