სიახლე

 

 

 

 

დიდი ბრიტანეთის ფასიანი ტელევიზიის ბაზარი
2026-07-20

დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და კონკურენტულია მსოფლიოში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს როგორ ცვლის OTT პლატფორმების განვითარება ტრადიციულ ტელევიზიას, როგორ იცვლება მომხმარებელთა ქცევა და რა სტრატეგიას მიმართავენ ოპერატორები პოზიციების შესანარჩუნებლად. 2023-2026 წლებში დიდი ბრიტანეთის სატელევიზო ბაზარიც მკვეთრი ტრანსფორმაციის ეტაპზე შევიდა.

 

ვრცლად...

საკაბელო ტელევიზიის ტრანსფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში
2026-07-13

ბოლო 15 წლის განმავლობაში სატელევიზიო ინდუსტრია ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას განიცდის. თუ 2010 წელს აშშ-ს ოჯახების უმრავლესობა საკაბელო ან სატელიტურ ტელევიზიას იყენებდა, 2026 წლისთვის ბაზრის ლიდერი უკვე ინტერნეტ სტრიმინგია. ტრადიციული ოპერატორები აღარ ეჯიბრებიან მხოლოდ ერთმანეთს - მათი მთავარი კონკურენტები გახდნენ Netflix, YouTube, Disney+, Amazon Prime Video და სხვა OTT პლატფორმები.

ვრცლად...

შეხვედრა კომუნიკაციების კომისიასა და ავტორიზებულ პირებს შორის
2025-06-04

საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ავტორიზებულ პირებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა ბაზარზე არსებული არაავტორიზებული პირების საქმიანობა. საკითხი შეეხება იმ შეთავაზებებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გვხდება ინტერნეტ სივრცეში, სადაც გარკვეული პირები გვთავაზობენ ათასობით სატელევიზო არხს უფასოდ, მათთან Set-Top-Box-სების შეძენის შემთხვევაში ან/და ყოველთვიური სააბონენტო თანხის გადახდით. საქმიანობას ახორციელებენ არაავტორიზებული პირები უკანონოდ.

ვრცლად...

2024-ში მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 150 მილიონი იყო, საიდანაც 137.8 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა
2025-06-03

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 30 ათასით გაიზარდა და 776 ათასი შეადგინა. უცვლელი დარჩა აბონენტთა სიმკვრივე - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე კვლავ 67.1% შეადგინა. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიურმა საშუალო ზრდამ 1.4% შეადგინა.

ვრცლად...

აშშ-ში OTT პლატფორმებზე სპორტულ კონტენტზე მოთხოვნა იზრდება
2025-05-20

ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტული კონტენტის მოხმარების ტენდენცია სწრაფად იცვლება. სულ უფრო მეტი მაყურებელი პირდაპირ სპორტულ ტრანსლაციებს ტრადიციული ტელევიზიის ნაცვლად OTT (Over-the-Top) და სტრიმინგ პლატფორმებზე უყურებს."კომპანია Hub-ის "What's Score?" კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი აუდიტორია უფრო ხშირად უყურებს სპორტულ ღონისძიებებს სტრიმინგ პლატფორმებზე".

ვრცლად...

გურამ ბერუაშვილი: must carry და must offer-ის ქართული ვარიანტი
2025-04-08

ინტერვიუ აღებულია 2018 წელს, საერთაშორისო კონფერენცია „საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეების" ფარგლებში.

სანამ თბილისში კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიისა და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018" მიმდინარეობს, მედიასატმა საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირის თავმჯდომარეს, კავკასიის საკაბელო ტელევიზიის პატრიარქს, გურამ ბერუაშვილს სთხოვა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

ვრცლად...

მითები თანამედროვე ტელევიზიაზე
2025-03-18

ტელევიზიის ინდუსტრია ბოლო წლებში სწრაფად იცვლება. სტრიმინგ პლატფორმების განვითარებამ, მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ არაერთი მოსაზრება გააჩინა, რომელთაგან ბევრი სინამდვილეს აღარ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ტელევიზიის როლი იცვლება, ის კვლავ რჩება თანამედროვე მედია ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითს თანამედროვე ტელევიზიის შესახებ.

ვრცლად...

წყალქვეშა ინტერნეტი – მსოფლიოს დამაკავშირებელი უხილავი ინფრასტრუქტურა
2024-12-05

როდესაც ინტერნეტს ვიყენებთ, იშვიათად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მონაცემები შესაძლოა ათასობით კილომეტრს ოკეანის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადიოდეს. მიუხედავად თანამგზავრული ინტერნეტის სწრაფი განვითარებისა, მსოფლიოს საერთაშორისო მონაცემთა მიმოცვლის 99%-ზე მეტი სწორედ წყალქვეშა საკაბელო სისტემებით ხორციელდება. ეს ინფრასტრუქტურა თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია.

ვრცლად...

ქსელის ნეიტრალიტეტი - საერთაშორისო გამოცდილება და რეგულირების თანამედროვე მიდგომები
2024-11-28

ინტერნეტ ქსელის ნეიტრალიტეტი (Net neutrality) არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ინტერნეტ ტრაფიკის თანაბარი და არადისკრიმინაციული გადაცემა და არ მოახდინონ კონკრეტული სერვისების ან პლატფორმების უპირატესი ან შეზღუდული დამუშავება.

ვრცლად...

სატელეკომუნიკაციო სერვისები – სტატისტიკა და მთავარი ტენდენციები
2024-03-12

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად ციფრული ეკონომიკის საფუძვლად ყალიბდება. ინტერნეტზე, მობილურ კავშირსა და ციფრულ პლატფორმებზე დამოკიდებულების ზრდა აჩვენებს, რომ ტელეკომუნიკაცია აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება - ის გახდა ბიზნესის, განათლების, გართობისა და ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ვრცლად...

1 2 3 4