აშშ-ში OTT პლატფორმებზე სპორტულ კონტენტზე მოთხოვნა იზრდება
კომპანია Hub-ის "What's Score?" კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი აუდიტორია უფრო ხშირად უყურებს სპორტულ ღონისძიებებს სტრიმინგ პლატფორმებზე, - წერს Advanced Television. 2025 წლის დასაწყისიდან გულშემატკივრები თანაბრად უყურებენ პირდაპირ ტრანსლაციებს როგორც OTT პლატფორმებზე ასევე საკაბელო არხებზე. გამოკითხულთა 69%-მა თქვა, რომ უყურებს პირდაპირ ეთერებს SVoD-ზე, როდესაც 66% სამაუწყებლო არხებზე და 63%-ს საკაბელოზე უყურებს.
გასულ წელს მხოლოდ 23%-მა აირჩია სტრიმინგი სპორტული კონტენტის საყურებლად, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა, თითქმის დაეწია საკაბელო (31%) და სამაუწყებლო ტელევიზიას (29%).
ყველაზე ხშირად ახალგაზრდები (18-34 წლის) ირჩევენ სტრიმინგს. ამრიგად, 35 წლამდე გულშემატკივრების 48% სპორტული ღონისძიებების საყურებლად იყენებენ სტრიმინგ სერვისებს, ხოლო უფროს ჯგუფში ეს მაჩვენებელი 29%-ია.
სოციალური ქსელები რჩებიან სპორტული კონტენტის მთავარ წყაროდ: გულშემატკივრების 62% სპორტულ კონტენტს აქიდან იღებს. 27% ზოგადად უყურებს ყველა სპორტულ კონტენტს მხოლოდ სოციალურ ქსელებში. ახალგაზრდებში (18-34 წლის) ეს მაჩვენებელი 42%-მდე ადის. საერთო ჯამში, რესპონდენტების 41%-მა თქვა, რომ გასულ წელთან შედარებით მეტი სპორტული კონტენტი მიიღეს სოციალურ მედიაში.
ამრიგად, ადგილი აქვს სპორტული კონტენტის სწრაფ მიგრაციას სტრიმინგ პლატფორმებზე, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს ამ ფორმატის მიმართ.
შეგახსენებთ, როგორც "Cableman"-მა ადრე უკვე დაწერა, რომ სპორტული შეჯიბრებების სატელევიზიო ეთერები არ არიან საინტერესო ახალგაზრდა მაყურებლისთვის. კონტენტი უპირველეს ყოვლისა შექმნილია იმისთვის, რომ გაზარდოს ინტერესი თამაშების მიმართ და ისეთივე მოთხოვნადი გახდეს, როგორც თავად თამაშები. ამასობაში 40%-ზე მეტს გულშემატკივრებს არ სურთ ტრანსლიაციებში თანხის გადახდა.
წყარო: https://www.cableman.ru