საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია შექმნილია, როგორც საკაბელო სატრანზიტო ოპერატორების გაერთიანება. ასოციაცია აქტიურად ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას ფასიანი ტელევიზიების ბაზარზე საქართველოში. დაკავებულია მათი პრობლემატური საკითხების გადაჭრით და ახორციელებს ოპერატორების საქმიანობის სამართლებრივ და საინფორმაციო მხარდაჭერას.
აგრეთვე ახორციელებს მუშაობას:
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაზე ტელეკომუნიკაციების სფეროში.
- უცხოური ტელეარხების დისტრიბუციისთვის ყველა ფასიანი ტელევიზიის პლატფორმაზე.
კავშირი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში და გამოფენებზე.
კავშირი არის ისეთი საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი, როგორიცაა „ტელემაუწყებლების და საკაბელო ტელევიზიების ოპერატორების საერთაშორისო კონგრესი „მესამე ათასწლეული ერთად", საერთაშორისო კონფერენციის „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საკაბელო ტელევიზიების სფეროში" და საერთაშორისო კონფერენციის „ინვესტიცია ციფრში" , საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები-მესამე ათასწლეული ერთად-2016".
საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის მიზნებია:
- საქართველოს საკაბელო ტელევიზიების და ტელესაკომუნიკაციო სივრცეში მოქმედი სატრანზიტო მაუწყებლობით დაკავებული ოპერატორების პრობლემების განსაზღვრა და მათი მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება.
- საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების ოპერატორთა ინტერესების და უფლებების დაცვა, როგორც სახელისუფლებო, ისე სხვა ორგანოებში.
- თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის, აპარატურის განვითარების ძირითადი მიმართულებების დადგენა, მათ მომწოდებლებთან კავშირის დამყარება და მათი შემოტანა.
- დარგში მომუშავე ხელმძღვანელების ინჟინერ-ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება.
- რეკომენდაციების შემუშავება საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების სფეროში.
- თანამგზავრულ და სხვა სახის სატელევიზიო კომპანიებთან ხელშეკრულებების (შეთანხმებების) გაფორმება, მათი პროგრამების სატრანზიტო მომსახურების გზით საკაბელო ტელევიზიებზე და სხვა დაინტერესებულ კომპანიებზე მიწოდება.
- საქართველოში საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების განვითარების მდგომარეობის შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
- საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მიღებული ინფორმაციის მიწოდება.
თავისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია:
- ახორციელებს სასწავლო-მოსამზადებელ, პროფესიულ და ხელოვნების პროგრამებს.
- ახორციელებს საკაბელო ტელევიზიების საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტების ლობირებას, მონაწილეობას იღებს ასეთი აქტების შემუშავებაში და მათ განხილვაში.
- საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რეგულირების თაობაზე შეიმუშავებს და წარუდგენს სახელმწიფო ორგანოებს შესაბამის კანონპროექტებს და პროგრამებს.
- ახორციელებს თანამგზავრული და სხვა სახის სატელევიზიო კომპანიების პროგრამების სატრანზიტო მომსახურებას.
- ორგანიზებას უწევს კონფერენციების, კონგრესების, სემინარების, გამოფენების და ფესტივალების მოწყობას.
- მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფორუმებში.
- ახორციელებს გაცვლით პროგრამებს ადმინისტრაციული, ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალისთვის.
- ახორციელებს საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას.
- ახორციელებს კვლევებს საკაბელო-სატრანზიტო-საკომუნიკაციო სფეროს განვითარებისათვის.