შეხვედრა კომუნიკაციების კომისიასა და ავტორიზებულ პირებს შორის
საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ავტორიზებულ პირებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შორის.
შეხვედრაზე განხილული იქნა ბაზარზე არსებული არაავტორიზებული პირების საქმიანობა. საკითხი შეეხება იმ შეთავაზებებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გვხდება ინტერნეტ სივრცეში, სადაც გარკვეული პირები გვთავაზობენ ათასობით სატელევიზო არხს უფასოდ, მათთან Set-Top-Box-სების შეძენის შემთხვევაში ან/და ყოველთვიური სააბონენტო თანხის გადახდით. საქმიანობას ახორციელებენ არაავტორიზებული პირები უკანონოდ.
შეხვედრაზე დაისახა გარკვეული გეგმები პრობლემის გადასაჭრელად.
უკან