
ბოლო 15 წლის განმავლობაში სატელევიზიო ინდუსტრია ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას განიცდის. თუ 2010 წელს აშშ-ს ოჯახების უმრავლესობა საკაბელო ან სატელიტურ ტელევიზიას იყენებდა, 2026 წლისთვის ბაზრის ლიდერი უკვე ინტერნეტ სტრიმინგია. ტრადიციული ოპერატორები აღარ ეჯიბრებიან მხოლოდ ერთმანეთს - მათი მთავარი კონკურენტები გახდნენ Netflix, YouTube, Disney+, Amazon Prime Video და სხვა OTT პლატფორმები.
2010 წლიდან აშშ-ს ბაზარმა დაახლოებით 36 მილიონი აბონენტი დაკარგა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
2010 წელი - 105 მილიონი აბონენტი.
2023 წელი - 72 მილიონი აბონენტი.
2026 წელი - 68,7 მილიონი აბონენტი.
მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ მომხმარებლები საკაბელო ოპერატორების მომსახურებას - სხვადასხვაა, თუმცა ძირითადი მაინც არის სტრიმინგის პოპულარობა და ახალგაზრდა თაობის ჩვევების ცვლილება.
დღეს აშშ-ში დაახლოებით ოჯახების 66%-ს აღარ აქვს ტრადიციული Pay TV.
2025 წლის ბოლოს Nielsen-ის მონაცემებით კონტენტის ყურებადობა ასე ნაწილდება:
სტრიმინგი - 47,5%
ეთერული ტელევიზია - 21,4%
საკაბელო ტელევიზია - 20,2%
აბონენტების კლების პარალელურად იზრდება სააბონენტო გადასახადი.
2023 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატებში, საშუალო ამერიკული ოჯახი წელიწადში 1600 დოლარს იხდიდა საკაბელო ტელევიზიის მომსახურებაში.
2026 წლის მონაცემებით საკაბელო ტელევიზიის წლიური გადასახადი საშუალოდ 1764 დოლარამდე გაიზარდა.
სააბონენტო თანხის გაზრდის მიზეზებია: ქსელის შენახვის ხარჯები, რომელიც ნაკლებ მომხმარებელზე ნაწილდება. სპორტული არხების და კონტენტის ლიცენზიების გაძვირება. ინფრასტუქტურისა და შრომის ხარჯების ზრდა.
მომსახურება გააძვირა სტრიმინგმაც. საშუალო ამერიკული ოჯახი სტრიმინგში თვეში დაახლოებით 69 დოლარს ხარჯავს.
დღეს აშშ-ს ოპერატორები აღარ იბრძვიან მასობრივი აბონენტების მოსაზიდად. ამის ნაცვლად ფოკუსი კეთდება მაღალშემოსავლიან მომხმარებელზე, რომელსაც კვლავ სჭირდება სპორტი, ადგილობრივი არხები და პირდაპირი ეთერები.ასევე ოპერატორები სულ უფრო ხშირად უშვებენ საკუთარ სტრიმინგ პლატფორმებს, ან/და აერთიანებენ მას სატელევიზიო მომსახურებასთან.
მსხვილმა ოპერატორებმა, როგორიცაა Comcast და Charter, გარდაქმეს თავიანთი ბიზნეს მოდელი და მეტ აქცენტს აკეთებენ ინტერნეტზე, მობილური მომსახურების განვითარებაზე, საკუთარი სტრიმინგ სერვისების ინტეგრაციაზე და კონტენტის ბაზრის გამოყოფაზე. ამის შედეგია Comcast-ის განცხადება, რომ ის გეგმავს ორ ნაწილად გაყოფას. ერთი იქნება მედიაზე ორიენტირებული ბიზნესი, როგორიცაა NBC Universal და Sky, და ხოლო მეორე კომპანია ფართოზოლოვან და უკაბელო სერვისებზე იქნება ორიენტირებული. „სამყარო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე" -აცხადებს Comcast-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან რობერტსი.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოდ მომდევნო 3-5 წელიწადში აშშ-ში კლასიკური საკაბელო ტელევიზია დარჩება ძირითადად პრემიუმ და სპეციალიზებულ მომსახურებად, ხოლო მასობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიასა და სტრიმინგზე გადავა.
დღესდღეობით გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები -
1. საკაბელო მომსახურება ძვირდება, რადგან ნაკლები აბონენტი აფინანსებს იმავე ინფრასტრუქტურას.
2. სტრიმინგი გახდა მთავარი პლატფორმა და პირველად გადააჭარბა კაბელს ტელევიზორის ყურების წილით.
3. კაბელს ინარჩუნებენ ძირითადად სპორტის, ახალი ამბებისა და ადგილობრივი არხების გამო.
4. ინტერნეტი გახდა მთავარი პროდუქტი, ხოლო ტელევიზია ბევრ ოპერატორთან უკვე დამატებითი სერვისია.
წყარო:
www.cablecompare.com
www.cable-tv.com
www.spglobal.com
www.reuters.com
www.nielsen.com
www.adwave.com
www.mediasat.info
www.kiplinger.com
www.apnews.com


