საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია TELCO TRENDS 2017, რომლის პარტნიორიც არის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად2017-07-14
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS 2017 ამ სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაგეგმილი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც გაიმართება 2017 წლის 14-18 აგვისტოს საკურორტო ქალაქ იურმალაში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ფასიანი ტელევიზიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ღონისძიება.
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ შეისწავლა ევრორეგულაციები Must Carry-სა და Must offer-თან დაკავშირებით2017-07-11
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" შეისწავლა ევროპული პრაქტიკა Must Carry პრინციპთან დაკავშირებით. კვლევის საგანი გახლდათ მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება სიგნალის გავრცელებასთან მიმართებაში და სატელევიზიო არხების ტრანზიტის კომერციული პირობები.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა საქართველოს პარლამენტს მიმართა2017-06-20
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" მიმართა საქართველოს პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული „სავალდებულო ტრანზიტის" პირობების გადასინჯვის თხოვნით. კავშირმა პარლამენტს წარუდგინა კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს Must Carry-სა და Must Offery-ის პრინციპები.
28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები2017-06-08
მ/წლის 28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - მიღწევები, პერსპექტივები და გამოწვევები". ერევანში ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საკაბელო და ციფრული მაუწყებლობის პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები სომხეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის ტელეკომუნიკაციების ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას2017-03-28
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის.
ქართული ტელეარხები საკაბელო ოპერატორებისგან სიგნალის ტრანზიტის უფლებისთვის თანხას ითხოვენ2017-05-16
მაისის თვეში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა მოულოდნელად კომპანია „მედია რაითს ჯორჯია"-გან („GMR" ) მიიღეს ულტიმატუმის ენაზე შედგენილი წერილი, რომლითაც კომპანია იტყობინება რომ მალე მიიღებენ უფლებებს ტელეარხების „რუსთავი 2", „კომედი არხი", „მარაო", „იმედი", „მაესტრო", „ჯიდიეს"-ის კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებით
TELCO TRENDS 20162016-08-27
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციაში TELCO TRENDS 2016, რომელიც გაიმართა ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში მ/წლის 17-19 აგვისტოს. გურამ ბერუაშვილი გამოვიდა მოხსენებით “საქართველოში დარგის რეგულირების შესახებ, რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან. საერთაშორისო დონეზე აქტიური მოღვაწეობისთვის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს" გადაეცა სერტიფიკატი.
საკაბელო ტელევიზიების მომხმარებელთა საყურადღებოდ!!!2017-02-24
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცირე საკაბელო ტელევიზიები უახლოეს მომავალში შეწყვეტენ მუშაობას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა საკაბელო ოპერატორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.გთხოვთ, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მსგავსი შეტყობინების მიღებისთანავე დაუკავშირდით თქვენს მომსახურების მომწოდებელს.
საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად2016-10-21
მ/წლის 29 სექტემბერიდან-01 ოქტომბერის ჩათვლით თბილისში „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზატორობით გაიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია -„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგატმა.
შეხვედრა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში2017-03-29
„ლატვიის ტელეკომუნიკაციების ასოციაციის“ პრეზიდენტი პეტერის შმიდრე და აღმასრულებელი დირექტორი იანის ლელისი „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ თავმჯდომარე - გურამ ბერუაშვილთან ერთად 29 მარტს ესტუმრნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, გაეცნენ სააგენტოს ფუნქციებს და განხორციელებულ პროექტებს.