
არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგი - უხილავი კონკურენტი, რომელიც ლეგალურ სატელევიზიო ბაზარს ასუსტებს2026-08-21
ციფრულ ეპოქაში ტელევიზიის ყურების ფორმა რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე მაყურებელი საკაბელო ან სატელიტურ ოპერატორს უკავშირდებოდა, დღეს სატელევიზიო არხებსა და ვიდეოკონტენტს ინტერნეტის საშუალებით იღებს. ამ ცვლილებასთან ერთად სწრაფად გაიზარდა არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგიც, - ტელეარხებისა და სხვა კონტენტის გავრცელება საავტორო უფლებების მფლობელების ნებართვის გარეშე.

OTT-ს ეპოქა საქართველოში: როგორ იცვლება ფასიანი სატელევიზიო ბაზარი ახალ რეალობაში2026-08-17
ტელევიზორის ყურების ჩვევა მსოფლიოში სწრაფად იცვლება და ეს ცვლილება საქართველოსაც შეეხო. მაყურებლისთვის ტელევიზია უკვე მხოლოდ საკაბელო ან IPTV ქსელით მიღებული არხების ერთობლიობა აღარ არის. ინტერნეტის განვითარებამ და სმარტფონების, Smart TV-ებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გავრცელებამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სასურველ კონტენტს მისთვის მოსახერხებელ დროსა და მოწყობილობაზე უყუროს. სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა OTT (Over-the-Top) - ინტერნეტის საშუალებით სატელევიზიო და ვიდეოკონტენტის მიწოდება ტრადიციული სატელევიზიო ქსელის გამოყენების გარეშე.

რა ხდება აზერბაიჯანის OTT და SVOD სერვისების ბაზარზე2026-08-13
დღეს აზერბაიჯანის ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე IPTV და OTT პლატფორმა, მათ შორის მობილური ოპერატორებიც, რომლებმაც საკუთარი VOD პლატფორმები შექმნეს. თუმცა, მეკობრული რესურსების ფართო გავრცელების გამო, ლეგალურ პლატფორმებს უჭირთ აბონენტების რაოდენობის ზრდა, რის შედეგადაც ბევრს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი კონტენტის შესაძენად, გასახმოვანებლად და ადგილობრივი პროდუქციის საწარმოებლად.

პოლონეთის სატელევიზიო ბაზრის ტრანსფორმაცია: OTT - ტრადიციული საკაბელო ტელევიზიის კონკურენტიც და პარტნიორიც2026-08-10
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პოლონეთის სატელევიზიო ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ბაზრისგან განსხვავებით, ეს ცვლილება არ გამოიხატება ტრადიციული ფასიანი ტელევიზიის სწრაფ გაქრობაში. პირიქით - პოლონეთში Pay TV კვლავ მოთხოვნადი სერვისია, თუმცა იცვლება მისი ტექნოლოგიური საფუძველი, შეთავაზების ფორმა და რაც მთავარია, მომხმარებლის დამოკიდებულება ტელევიზიის მიმართ.

დიდი ბრიტანეთის ფასიანი ტელევიზიის ბაზარი2026-07-20
დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და კონკურენტულია მსოფლიოში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს როგორ ცვლის OTT პლატფორმების განვითარება ტრადიციულ ტელევიზიას, როგორ იცვლება მომხმარებელთა ქცევა და რა სტრატეგიას მიმართავენ ოპერატორები პოზიციების შესანარჩუნებლად. 2023-2026 წლებში დიდი ბრიტანეთის სატელევიზო ბაზარიც მკვეთრი ტრანსფორმაციის ეტაპზე შევიდა.

საკაბელო ტელევიზიის ტრანსფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში2026-07-13
ბოლო 15 წლის განმავლობაში სატელევიზიო ინდუსტრია ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას განიცდის. თუ 2010 წელს აშშ-ს ოჯახების უმრავლესობა საკაბელო ან სატელიტურ ტელევიზიას იყენებდა, 2026 წლისთვის ბაზრის ლიდერი უკვე ინტერნეტ სტრიმინგია. ტრადიციული ოპერატორები აღარ ეჯიბრებიან მხოლოდ ერთმანეთს - მათი მთავარი კონკურენტები გახდნენ Netflix, YouTube, Disney+, Amazon Prime Video და სხვა OTT პლატფორმები.

შეხვედრა კომუნიკაციების კომისიასა და ავტორიზებულ პირებს შორის2025-06-04
საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ავტორიზებულ პირებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა ბაზარზე არსებული არაავტორიზებული პირების საქმიანობა. საკითხი შეეხება იმ შეთავაზებებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გვხდება ინტერნეტ სივრცეში, სადაც გარკვეული პირები გვთავაზობენ ათასობით სატელევიზო არხს უფასოდ, მათთან Set-Top-Box-სების შეძენის შემთხვევაში ან/და ყოველთვიური სააბონენტო თანხის გადახდით. საქმიანობას ახორციელებენ არაავტორიზებული პირები უკანონოდ.

2024-ში მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 150 მილიონი იყო, საიდანაც 137.8 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა2025-06-03
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 30 ათასით გაიზარდა და 776 ათასი შეადგინა. უცვლელი დარჩა აბონენტთა სიმკვრივე - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე კვლავ 67.1% შეადგინა. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიურმა საშუალო ზრდამ 1.4% შეადგინა.

აშშ-ში OTT პლატფორმებზე სპორტულ კონტენტზე მოთხოვნა იზრდება2025-05-20
ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტული კონტენტის მოხმარების ტენდენცია სწრაფად იცვლება. სულ უფრო მეტი მაყურებელი პირდაპირ სპორტულ ტრანსლაციებს ტრადიციული ტელევიზიის ნაცვლად OTT (Over-the-Top) და სტრიმინგ პლატფორმებზე უყურებს."კომპანია Hub-ის "What's Score?" კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი აუდიტორია უფრო ხშირად უყურებს სპორტულ ღონისძიებებს სტრიმინგ პლატფორმებზე".

გურამ ბერუაშვილი: must carry და must offer-ის ქართული ვარიანტი2025-04-08
ინტერვიუ აღებულია 2018 წელს, საერთაშორისო კონფერენცია „საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეების" ფარგლებში.
სანამ თბილისში კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიისა და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018" მიმდინარეობს, მედიასატმა საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირის თავმჯდომარეს, კავკასიის საკაბელო ტელევიზიის პატრიარქს, გურამ ბერუაშვილს სთხოვა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

