
აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან2017-12-01
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ოპერატორები აცხადებენ კომისია თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, ის წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს მფარველობს.

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ოფიციალური განცხადება ტელეკომპანიების „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიეს“, „კომედი არხი“, „მარაო“-ს საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით2017-11-21
ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანია ცხადყოფს, რომ მათი მიზანი თავიდანვე არ ყოფილა საკაბელო ოპერატორებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამიტომ ოპერატორების მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებაზე მათ უარი განაცხადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურად ეცემა მითითებული მაუწყებლების რეიტინგები, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება საკაბელო ქსელებით გავრცელებული მაღალხარისხიანი უცხოური კონტენტის მიმართ მომხმარებელთა ინტერესს.

მ/წლის 28-29 სექტემბერს ქ.ერევანში გაიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 20172017-10-02
მ/წლის 28-29 სექტემბერს ქ.ერევანში გაიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2017". კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, საკაბელო ოპერატორებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, აპარატურის მწარმოებელი კომპანიის და ტელეარხების წარმომადგენლებმა სომხეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო წინადადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.2017-09-25
საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დაევალოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ"

პატივცემულო კოლეგებო, გიწვევთ კონფერენციაზე „კავკასიის საკაბელო ტელევიზიის დღეები 2017“-28-29 სექტემბერი, ერევანი2017-09-18
მოხარული ვართ, შეგატყობინოთ, რომ 28-29 სექტემბერს ერევანში შედგება დარგის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიის დღეები 2017". კონფერენციის მონაწილეები არიან საკვანძო რეგიონალური წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საკაბელო ტელევიზიას როგორც შინაარსის, ისე ტექნიკური და ნორმატიული ასპექტების თვალსაზრისით.

Telco Trends 2017: ახალი ტექნოლოგიები, ბრძოლა „მეკობრეებთან“ და ვირტუალური რეალობა 2017-08-03
14 აგვისტოს იურმალაში იწყება ბალტიის ქვეყნების საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების მთავარი მოვლენა - მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS 2017. 400-მდე ექსპერტი მსოფლიოს 37 ქვეყნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავს ინდუსტრიის ყველაზე ცხელ თემებს

ახალი არხები საქართველოში2017-09-11
ძვირფასო ოპერატორებო,
გაცნობებთ, რომ თქვენ უკვე საშუალება გაქვთ მიიღოთ ტრანზიტის უფლება მსოფლიოს წამყვან, რეიტინგულ არხებზე - Fine Living და Food Network. ტელეარხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://cable-tv.ge/telearkhebi/scripps-network-channels.html პირველი ხუთი ოპერატორი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას მითითებულ არხებზე მიიღებს სამახსოვრო საჩუქრებს ტელეარხებისგან.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია TELCO TRENDS 2017, რომლის პარტნიორიც არის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად2017-07-14
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS 2017 ამ სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაგეგმილი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც გაიმართება 2017 წლის 14-18 აგვისტოს საკურორტო ქალაქ იურმალაში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ფასიანი ტელევიზიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ღონისძიება.

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ შეისწავლა ევრორეგულაციები Must Carry-სა და Must offer-თან დაკავშირებით2017-07-11
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" შეისწავლა ევროპული პრაქტიკა Must Carry პრინციპთან დაკავშირებით. კვლევის საგანი გახლდათ მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება სიგნალის გავრცელებასთან მიმართებაში და სატელევიზიო არხების ტრანზიტის კომერციული პირობები.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა საქართველოს პარლამენტს მიმართა2017-06-20
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" მიმართა საქართველოს პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული „სავალდებულო ტრანზიტის" პირობების გადასინჯვის თხოვნით. კავშირმა პარლამენტს წარუდგინა კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს Must Carry-სა და Must Offery-ის პრინციპები.