ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media 2021 -ს.

 

გამოფენა-ფორუმი CSTB. Telecom & Media უკვე 20 წელზე მეტია არის ადგილი, სადაც ხდება კომუნიკაცია პროფესიონალებს შორის ტელეკომსა და მედიაინდუსტრიაში. 2021-მა წელმა რამოდენიმე ცვლილება მოიტანა: ღონისძიება პირველად გაიმართება ზაფხულში და ოთხი დღე გაგრძელდება, 15-დან 18 ივნისამდე.

რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media -ს წელს?
1. ღონისძიებაზე მისვლა არის საუკეთესო გზა მოიპოვო ახალი კონტაქტები. იმისთვის, რომ გაცნობის პროცესი უფრო პროდუქტიული გავხადოთ, გამოფენა-ფორუმის ორგანიზატორებმა მოამზადეს მობილური აპლიკაცია, რომელიც შეიცავს ექსპონენტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, გამოფენებსა და ღონისძიებების მოხერხებულ ნავიგაციას, ასევე ნებისმიერ ექპონენტთან, სპიკერთან და სტუმართან საქმიანი შეხვედრების დანიშვნის სისტემას.
2. ყოველწლიურად ორგანიზატორები აწყობენ მასშტაბურ საქმიან პროგრამას. წელს ის წარმოადგენს ორ თემატურ ნაკადს: CSTB. PRO კონტენტი და CSTB.PRO ტექნოლოგიები. ბიზნეს ნაწილის სპიკერები არიან მედიაჰოლდინგების და ტელეკომპანიების მმართველები, რუსული აუდიოვიზუალური კონტენტის შემქმნელები, მულტისერვისული ქსელების ოპერატორები, პროფილური უწყებებისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

წელს საქმიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
- მაღალი ტექნოლოგიების კვირეულის სესია "მედიადარგის ციფრული ტრანსფორმაცია. შუალედური შედეგები".
⁃ სესია "OTT და ვიდეოსერვისები"
⁃ სესია "უმაღლესი ხარისხის ფორმატები 5G ეპოქაში".
⁃ მრგვალი მაგიდა "მულტისერვისული ქსელების ბაზრის განვითარების პერსპექტივები"
⁃ პანელირი დისკუსია "ფასიანი ტელევიზიის ბაზარი. 20/21 სეზონის ტრენდები".
⁃ სესია "კონტენტის გადაღება, მართვა და მიწოდება.
⁃ სესია "ხელოვნური ინტელექტი. მექანიკური სწავლება და უკუკავშირის სისტემები მეციაში" და სხვა.
3. სტუმრებს შეეძლებათ ურთიერთობა წამყვან ტელეკომ და მედია ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, საკმარისია ეწვიოთ გამოფენას და მიხვიდეთ თქვენთვის საინტერესო ექპონენტთან. უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოფენა-ფორუმის აპლიკაცია და დანიშნოთ შეხვედრის დრო წინასწარ. ექსპონენტები სიამოვნებით გაგეცნობიან და გაგაცნობენ უახლეს ნამუშევრებს.
4. პირველად გამოფენა-ფორუმის ფარგლებში გაიმართება ცალკე დღე უფასო მასტეკლასების და უორქშოპების კრეატორებისთვის: ბლოგერებისთვის, ვიდეოგრაფებისთვის, რეჟისორებისთვის, სცენარისტებისთვის, პროდუსორებისთვის და ვიდეოგადაღების მოყვარულებისთვის. მასტერკლასების პროცესში, რომლებიც გაიმართება მოსკოვის კინოს სკოლის პარტნიორობით, სახელოვანი რეჟისორები, სცენარისტები და პროდუსერები სტუმრებს გააცნობენ აუდიოვიზუალური კონტენტის შექმნის ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს. ხოლო ტექნოლოგიურ უორქშოპებზე ხმის რეჟისორები, ოპერატორები, მონტაჟორები და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების წამყვანი მწარმოებლები მოგიყვებიან პროფესიონალური ვიდეო და აუდიო აღჭურვილობის სიახლეებზე, მათ შესაძლებლობებსა და თავისებურებებზე.
5. "ექსპოცენტრ"-ში მისვლა 15-დან 18 ივნისამდე შეგიძლიათ არა მარტო CSTB. TELECOM & Media -ს სტუმრობისთვის. წელს რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება გამოფენები "Связь» და "Навитех» - ასე რომ სტუმრებს ელოდება საერთო რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების IT და მედია ინდუსტრიის საკომუნიკაციო პლატფორმა.

მედია-ფორუმი გაიმართება მედია-საკომუნიკაციო კავშირის გენერალური მხარდაჭერით. სტრატეგიული პარტნიორი იქნება კომპანია "ტრიკოლორი", გამოფენის და ფორუმის მთავარი პარტნიორი: გაზპრომ მედია ჰოლდინგი, სესიის პარტნიორი - კომპანია "მედიალოგისტიკა", ხოლო ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორი: ინტერნეტ-პორტალი "კაბელშიკი".

დაწვრილების პროგრამის, რეგისტრაციის და გამოფენა-ფორუმის მონაწილეების შესახენ იხილეთ საიტზე: www.cstb.ru

 

უკან