2019 წლის 20-22 აგვისტოს იურმალაში გაიმართება ბალტიისპირეთის ფასიანი ტელევიზიების ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი ღონისძიება - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა - TELCO TRENDS 2019.
TELCO TRENDS-ის პარტნიორია საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი.
TELCO TRENDS შეკრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს, ელექტრონული კომუნიკაციების აქტუალური საკითხებისა და მნიშვნელოვანი პრობლემების განსახილველად. კონფერენცია უმასპინძლებს 30 ქვეყნის 400-მდე პროფესიონალს. ასეთი მასშტაბური კონფერენცია და ექპერტების რაოდენობა საუკეთესო შესაძლებლობაა პროდუქტიული საქმიანობისა და პრაქტიკული ინფორამციების გაცვლისთვის.
8 წლიანი მუშაობის შედეგად TELCO TRENDS გახდა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ფასიანი ტელევიზიების პროფესიონალთათვის.
კონფერენციის ფარგლებში დარგის წამყვანი ექსპერტები გაანალიზებენ ციფრული ბაზრის ცვლილებების ტენდენციებს, გაგვიზიარებენ კვლევებს და დადებენ მომავლის პროგნოზს. დიდი ყურადღება დაეთმობა ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს ფასიანი ტელევიზიების ინდუსტრიაში, მათ შორის ულტრა HD-ს პერსპექტივებს, 5G ტექნოლოგიის განვითარებას ჩრდილოეთ ევროპაში, ახალ სატელიტურ გადაწყვეტილებებს ტელეარხებისა და ოპერატორებისთვის.
წამყვანი ლიდერები უპასუხებენ მნიშვნელოვან კითხვებს მომხმარებელთა ჩვევების შეცვლის და ბიზნეს-მოდელი პერსპექტივების შესახებ, მოყვებიან ARPU-ს გაზრდის ახალ შესაძლებლობებზე, გაანალიზებენ ტელევიზიისა და OTT სერვისების საერთაშორსო ბაზრის დინამიკას.
ცხელი დისკუსიაა მოსალოდნელი თემაზე ციფრულ სამყაროში უფლებამფლობელი კომპანიების უფლებების დაცვის საკითხზე.
ფორუმის პროგრამის თემებია:
- ბალტიის ქვეყნებში ტელემაუწყებლების რეიტინგის დინამიკა
- ტელევიზიისა და ინტერნეტ კონტენტის მოხმარების განსხვავება
- მცირე ბაზრებზე ლოკალური კონტენტის წარმოების გამოწვევები
- ევროკავშირის ქვეყნების მედია პოლიტიკა, როგორც საინფომაციო სივრცის სტრუქტურიზაციის ინსტრუმენტი
- გეოპოლიტიკური სიტუაციის გავლენით კონტენტის გავრცელების შეზღუდვები
- ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების როლი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ბიზნესის დაბალანსებაში
ყოველწლიურად TELCO TRENDS-ის პროგრამა უფრო მრავალფეროვანი და მდიდარია. ამ წელს მონაწილეებისთვის მოეწყობა ტექნოლოგიური გამოფენა და სასტუმრო Semarah Hotel-ის დახვეწილ ატმოსფეროში ჩატარდება „კონტენტის ღამე". იმისათვის რომ ახალი კონტენტის პრეზენტაციები და ტელეარხები უფრო დასამახსოვრებელი იყოს, შესვენებებზე სტუმრებს ელით ცოცხალი მუსიკა, მრავალფეროვანი ღვინის და დესერტის არჩევანი.
TELCO TRENDS ყოველწლირად თავს უყრის ციფრული ტელევიზიის დარგის რამდენიმე ასეულ პროფესიონალს, რაც არის იდეალური პალტფორმა მომხმარებელთა ბაზის გაფართოებისა და გაყიდვების გაზრდისთვის.
კონფერენციის სამუშაო დღეების დასრულების შემდეგ სტუმრებს ელით ექსკურსია ძვერ ლიგაში რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდების თანხლებით, ორგანული მუსიკის კონცერტი გუმბათოვან ტაძარში და გალა-ვახშამი.
ღონისძიების ორგანიზატორები გთავაზობენ რეკლამისა და სპონსორობის ფართო შესაძლებლობას.
მეტი იფორმაციის მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია TELCO TRENDS-ის ოფიცილაურ საიტზე www.telcotrends.eu
სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფბ გვერდზე www.fb.com/telcotrends