ძვირფასო კოლეგებო, 26-27 სექტემბერს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018“

ვირფასო კოლეგებო,

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მ/წლის 26-27 სექტემბერს, თბილისში სტარტს აიღებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018". კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების განხილვა, რომელიც შეეხება საკაბელო სატრანზიტო ოპერატორების მუშაობას, მედიას, ტექნოლოგიურ სიახლეებს. აქ შეხვდებით დარგის წამყვან სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, მოისმენთ არსებული პრობლემების კვალიფიციურ ანალიზს, გაეცნობით თანამედროვე მიღწევებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაეცნობით საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და მდიდარ სამზარეულოს. დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები, თქვენს ვიზიტს ჩვენს მზიან მხარეში კიდევ უფრო დაუვიწყარს და შთამბეჭდავს გახდის.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოთ გამოგვეხმაუროთ info@cable-tv.ge +995 32 234 36 29

უკან