კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2018

2018 წლის 26-27 სექტემბერს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" ორგანიზებით, თბილისმა უმასპინძლა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციას „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 18 ქვეყნის 170-მდე დელეგატმა - დარგის ექსპერტებმა, პროფესიულმა გაერთინებებმა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, მედია ორგანიზაციებმა, პროვაიდერებმა და აპარატურის მწარმოებელმა კომპანიებმა.

კონფერენციის ჩატარების მთავარი მიზანს წარმოადგენდა ტრანზიტორი კომპანიების მხარდაჭერა, არსებული პრობლემების განხილვა, გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების ძიება, ცვლილებების შეტანა დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში და სამომავლოდ უკეთესი შედეგების უზრუნველყოფა.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ურთიერთობა ტრანზიტორ კომპანიებსა და ადგილობრივ ტელეარხებს შორის, ასევე, Must Carry და Must Offer-თან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე.
კონფერენციაზე, დარგის წამყვანმა ექსპერტებმა წარადგენეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები და შეაფასეს არსებული მდგომარეობა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ მედია ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს ევროპასა და საქართველოში. ასევე, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და ინტერნეტ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ინტერნეტში არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მსგავსი ღონისძიება საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება, ხოლო ამ მასშტაბის კონფერენცია ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს იმ ძირითადი პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც ყველაზე აქტუალურია დარგის განვითარებისთვის. (რეზოლუციის ტექსტი იხილეთ აქ)


 

უკან