პატივცემულო კოლეგებო, გიწვევთ კონფერენციაზე „კავკასიის საკაბელო ტელევიზიის დღეები 2017“-28-29 სექტემბერი, ერევანი

პატივცემულო კოლეგებო,

მოხარული ვართ, შეგატყობინოთ, რომ 28-29 სექტემბერს ერევანში შედგება დარგის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიის დღეები 2017".  კონფერენციის მონაწილეები არიან საკვანძო რეგიონალური წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საკაბელო ტელევიზიას როგორც შინაარსის, ისე ტექნიკური და ნორმატიული ასპექტების თვალსაზრისით.

კონფერენციის ორგანიზატორებმა - სომხეთის საკაბელო ტელემაუწყებლების ასოციაციამ, რუსეთის საკაბელო ტელევიზიის ასოციაციამ, საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირმა - რეგიონის საკვანძო ქვეყნებიდან გავლენიანი მონაწილეები მოიწვიეს სექტორის ამოცანებისა და შესაძლებლობების განხილვისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიის ყველა რეგიონული ოპერატორი, კონტენტ-პროვაიდერი, სომხეთის, რუსეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების პროფესიული საზოგადოებების წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა დარგის განვითარების სტრატეგია, კანონმდებლობის პრობლემები ბიზნესის დასაცავად, სახელმწიფო რეგულირების საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისობის საკითხები, ხარისხიანი, კერძოდ სამამულო წარმოების კონტენტის წინ წაწევის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ფასიანი ტელევიზიის აბონენტების რიცხვის ზრდის საკითხებს, და ბაზრის მონაწილეების შემოსავლების ზრდას დაეთმობა. პრეზენტაციები და მოხსენებები მიეძღვნება ტელევიზიის რეგიონულ ბაზარს, ახალი მომსახურების დანერგვას, თანამედროვე ტელევიზიის ყველა შესაძლო სერვისების ჩათვლით.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია „კონტენტ-შოუ". მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარუდგინონ საკუთარი პროდუქტები რეგიონულ ოპერატორებს, გაეცნონ ჩვენ რეგიონში დისტრიბუციის პირობებსა და პერსპექტივას.

გიწვევთ, კონფერენციაში „კავკასიის საკაბელო ტელევიზიის დღეები 2017" მონაწილეობის მისაღებად და კავკასიაში დარგის ძირითადი ფორუმის მხარდასაჭერად.

ვრცელი ინფორმაცია პროგრამის, ძირითადი გამოსვლების, საკვანძო მონაწილეების და სპონსორული შესაძლებლობების შესახებ იხილეთ საიტზე www.catvdays.com.

უკან