FilmBox Channels

ყველაზე სწრაფი, გასართობი, ექსტრემალური არხი FAST&FUN BOX HD !!! FAST&FUN არის სატელევიზიო არხი, რომელიც გთავაზობთ აქტივობებით დატვირთულ, ადრენალინის შემცველი ექსტრემალური სპორტის სახეობების ნაკრებს, დაწყებული ავტორბოლით და მოტოკროსით, დასრულებული თოვლზე თხილამურებით და დაფით სრიალით; ის ასევე გთავაზობთ მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სპორტის სახეობებს, შოუებსა და შეჯიბრებებს.

FAST&FUN -ზე წარმოდგენილია წელიწადში ახალი კონტენტის 400 საათი; წელიწადში მაქსიმუმ 8 განმეორება; სახეობების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება; მსოფლიო დაფარვა; არანაირი კომერციული ჭრები. გახდი ავტორბოლის, მოტოკროსის, ნაოსნობის, ცურვის, სკეიტბორდის, თოვლზე სრიალის, პარაშუტით ხტომის, BMX, FMX-ის და სხვა დაუჯერებელი სანახაობების თვითმხილველი!

 

 

 

 

FIGHT BOX არის აგრესიული აქტივობებით დატვირთული 24-საათიანი საბრძოლო სპორტული არხი, რომელსაც უყურებენ მთელს მსოფლიოში. შერეული ორთაბრძოლებიდან და კრივიდან დაწყებული, დამთავრებული მკლავჭიდითა და სუმოთი. Fightbox გთავაზობთ მთელი მსოფლიოს სპორტის სახეობებს ერთ არხზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სახეობა გაინტერესებთ - კიკბოქსინგი, ძიუდო, ჭიდაობა, ჯიუ-ჯიცუ, კარატე თუ სხვა, Fightbox ნებისმიერი სპორტის გულშემატკივარს სთავაზობს პროგრამებს. უყურეთ ახლა და გახდით ერთ სივრცეში გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნებების მრავალფეროვნების ნაწილი. Fightbox- იგრძენი ემოცია.  მთელი მსოფლიოს მასშტაბით Fightbox-ს უყურებენ მრავალ ქვეყანაში და რამდენიმე ენაზე. ამჟამად Fightbox-ს უყურებენ აშშ-ში, პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში, ინდოეთში, სკლოვაკეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, რუმინეთში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ტაილანდში და გაერთიანებულ სამეფოში. და ახლა უკვე საქართველოში.

 

 

 

მსოფლიო კინო კლასიკა და თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები ერთ არხზე!!! ტელეარხი FilmBox Art House გთაზავობთ მსოფლიოში გამოჩენილი რეჟისორების, მათ შორის ჰიჩკოკის, კუროსავას, ფელინის და სხვათა შემოქმედებას.

• FilmBox Art House წარმოგიდგენთ განსაკუთრებულად კრეატიული მიმდინარეობების სპეციალურ პრეზენტაციებს (გერმანული ექსპრესიონიზმი, ახალი რომანული კინო) ან ინდივიდუალურ ფილმოგრაფებს (სალვადორ დალის სურეალური ხელოვნება, როსელინის ომის ტრილოგია, და სხვა)

• კლასიკური ფილმების გარდა მაყურებელი ამ არხზე იხილავს ფილმებს, რომლებიც წარდგენილნი არიან ფილმების ფესტივალებზე, როგორიცაა კანის, ტორონტოს, ვენეციის, ბერლინის, ლოკარნოს, სუნდანსის, კარლოვი ვარის და ტოკიოს ფესტივალები.

 

 

ტელეარხის 360 Tune Box სამიზნე აუდიტორია მოზარდები არიან, რომელთა მუსიკალური ინტერესი სცდება პოპულარული მომღერლების ძირითად სიას, რომლებიც მუსიკალური არხების ტოპ-ათეულებს იკავებენ. გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი მომღერლების ნაცვლად, 360 Tune Box გთავაზობთ მთელი მსოფლიოდან ახალდამწყები და განსხვავებული შემსრულებლების მუსიკალური კლიპების ფართო არჩევანს.

არხის მიზანია იყოს მაყურებლის უცვლელი თანამგზავრი ენერგეტიკული და ხალისიანი მუსიკალური კლიპების უწყვეტი ნაკადით დღის ნებისმიერ დროს: დაწყებული დილის სტიმულის მომცემი მუსიკით, დასრულებული საღამოს მშვიდი მუსიკით, რომელიც შემოგთავაზებთ ხან დამამშვიდებელი ჰიტების, ხან წვეულებისთვის შესაფერისი მელოდიების ნაზავს მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში.

 

ტელეარხი DocuBox მაყურებელს სთავაზობს არაჩვეულებრივ სატელევიზიო პროგრამებს ველური ბუნების, ფლორასა და ფაუნის, ადამიანის ცივილიზაციის შესახებ.

არხზე წარმოდგენილია დაუვიწყარი, მომხიბლავი და მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმების კოლექცია, საიდუმლო მოვლენათა კვლევა, ჩვენი პლანეტის სილამაზე, ველური სამყარო, მსოფლიო კულტურა და ისტორია - ეს ყველაფერი ერთ არხზე DOCUBOX. ეს არის საუკეთესო შემეცნებით არხი HD ხარისხში.

 

Fashion Box არის არხი მაღალი მოდის შესახებ. აქ აქცენტები კეთდება მსოფლიო მოდის უახლეს ტენდენციებზე და ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ტენდენციებს.

 

ტელეარხი FilmBox ეძღვნება ჰოლივუდის კინოს. ყოველწლიურად ამ არხზე წარმოდგენილია 300-ზე მეტი კინო პრემიერა, რომლებიც შექმნილია საუკეთესო რეჟისორების მიერ. ასევე ამ არხზე იხილავთ ტელესერიალებს, მრავალსერიან ფილმებს და ბლოკბასტერებს.

 

ტელეარხი აზარტული და ელექტრონული თამაშების მოყვარულთათვის! ეს არის მსოფლიოში პოპულარული გასართობი ტელეარხი ათასობით სათამაშო და ელექტრონული სპორტის სახეობით. არხი მაყურებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ითამაშოს აზარტული თამაშები თავიანთ მობილურ ტელეფონებში და ანგარიშები გააზიარონ ავატარის საშუალებით. Gametoon გთავაზობთ თამაშების მიმოხილვებს, ტურნირებს (ელექტრონული სპორტის სახეობებში), პოპულარულ პაექრობებს, ვირუსულ კონტენტს შევსებულს ინტერნეტში არსებული საუკეთესო თამაშებით და კიდევ უფრო მეტს. შემოუერთდით ჩვენს გლობალურ სამყაროს და შეეჯიბრეთ სხვა მაყურებელს, რომ გახდეთ Gametoon-ის ჩემპიონი!

 

 

FunBox Ultra HD - იგრძენი თავი რეალურ სამყაროში!
გამოსცადე ყველა ნიუანსი და დეტალი! ფერთა საოცარი გამა და კონტრასტი ულტრა HD ფორმატში.

ბუნება, მოგზაურობა, ცხოვრებისეული მოვლენები, ექსტრემალური თავგადასავლები, მხატვრული ფილმები და ტელესერიალები, მუსიკა, ხელოვნება და კულტურა - ულტრა მაღალი გარჩევადობით.

გახდი საოცარი კადრების უშუალო მონაწილე!

უკან