Multilandia

 


 "მულტილანდია" არის საბავშვო გასართობ-შემეცნებითი არხი, რომელიც მოწონებული და აღიარებულია მშობლების მიერ.

არხის ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია არიან ბავშვები 4-დან 12 წლამდე და მათი მშობლები.

ტელეარხზე წარმოდგენილია მულტფილმები, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები, ასევე სოციალური რგოლები, რომლებშიც გასაგებად და საინტერესოდ გვიამბობენ უსაფრთხოების წესებზე, ჰიგიენასა და გარემოს დაცვაზე.

ტელეარხი არის სარეკლამო ჭრებისგან თავისუფალი.
2020 წელს ტელეარხმა წარმოადგინა 450 საპრემიერო საათი და 30% ექსკლუზიური კონტენტი.

"მულტილანდიას"უმთავრესი მიზანია ბავშვების და მოზარდი აუდიტორიის დაცვა სატელევიზიო კონტენტის მავნე ზემოქმედებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ ბავშვების ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებას. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მშობლებს არ ეშინიათ ბავშვების ამ ტელეარხთან მარტო დატოვების. სწორედ ამიტომ, "მულტილანდია" არის მზრუნველი მშობლების არჩევანი.

"მულტილანდია" არის გმირებისა და თავგადასავლების ქვეყანა, სადაც გმირი არის არა ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული ადამიანი, არამედ ბავშვი.

არხის მიზანია აჩუქოს ბავშვს სამყარო, რომელშიც ის ოცნებებს აიხდენს.

 

 

უკან