Дикое ТВ

 


 - "ველურ სამყაროში ველური სიამოვნებით!"
ნადირობისა და თევზაობის ახლებური ხედვა, მისი ცხოვრების წესად აღქმა და ადამიანის ველურ ბუნებასთან კავშირის აღდგენა. არხი მათთვის, ვისაც სურს გაერიდოს ქალაქურ ყოველდღიურობას და აღმოჩნდეს ერთი ერთზე ბუნებასთან, ჩაეფლოს მის ატმოსფეროში, მოისმინოს მისი ხმათა მრავალფეროვნება, იგრძნოს თავი მის ნაწილად. არხი ცივილიზებული ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ დაბრუნდნენ იქ, სადაც პირველყოფილი ინსტინქტები მეფობენ. ეს არის ხელუხლებელ ბუნებასთან სრული კონტაქტის და სიამოვნების სამყარო თანამედროვე მაყურებლისთვის!

 - თემატური ტელეარხი ჭეშმარიტი მეთევზეებისთვის და ამ დარგის სპეციალისტებისთვის. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი მეთევზეები ყურადღებას ამახვილებენ თევზაობის პროცესის ყველა დეტალზე.
არხის პროგრამულ ციკლებში წარმოდგენილია: თევზაობის ისტორიები, სათევზაო კულინარია, საზაფხულო და ზამთრის თევზაობა, სიახლეები სათევზაო აღჭურვილობის სამყაროში, ადამიანის სათევზაო თავგადასავალი ველურ სამყაროში.

 - თემატური ტელეარხი ნამდვილი მონადირეებისთვის. ტელეარხის პროგრამებში წარმოდგენილია ნადირობის ისტორიები, სანადირო კულინარია, წყალქვეშა ნადირობა, სიახლეები სანადირო ტექნიკის სამყაროში, საინტერესეო სანადირო თავგადასვლები და მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებში.

 

უკან