საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო წინადადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს პარლამეტი განიხილავს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" საკანონმდებლო წინადადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დაევალოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" (N13064; 19.06.2017) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების თაობაზე აცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს" - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა პარლამენტს მიმართა „სავალდებულო ტრანზიტის" (Must Carry) პირობების გადასინჯვის წინადადებით.

უკან