ხელშეკრულების ხელმოწერა პრეზიდენტის სასახლეში
2017 წლის 28 მარტს საქართველომ და ლატვიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში ,შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე.
ხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის სმიდრემ.






