ფასიანი ტელევიზიების ბაზრის შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იკლებს.
Digital TV Research-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ რეპორტში აღნიშნულია რომ შემოსავლები 2025 წლამდე მკვეთრად შემცირდება, მიუხედავად აბონენტების რიცხვის ზრდისა.
შემოსავლების კლება გავლენას მოახდენს 61 ქვეყანაში. ყველაზე დიდი პიკი მოსალოდნელია შეერთებულ შტატებში, სადაც სექტორის შემოსავალი 31 მილიარდი დოლარით შემცირდება. ბრაზილიასა და კანადაში შემცირება შეადგენს 1 მილიარდ დოლარს.
Digital TV Research-ის უფროსი ანალიტიკოს საიმონ მიურეიმის დასკვნით, შემოსავლის ზარალის უზარმაზარი წილი განპირობებულია აბონენტებით, რომლებიც გადადიან მხოლოდ ფასიანი ტელევიზიის მომსახურებიდან პაკეტებზე, სადაც ისინი მეტს უხდიან ოპერატორს, მაგრამ ნაკლებს ტელევიზიაში. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - განსაკუთრებით აშშ-ს ბაზარზე - არის ე.წ. კაბელის მიტოვება.
2025 წლისთვის მსოფლიოში ფასიანი სატელევიზიო შემოსავლების 56% ხუთ წამყვან ქვეყანას შორის გადანაწილდება. კიდევ 25%-ს გაიზიარებს შემდეგი 15 ქვეყანა რეიტინგიდან. ამრიგად, რეიტინგის პირველი ოცი ქვეყანა 2025 წლისთვის გაიზიარებს გლობალური ფასიანი ტელევიზიის ბაზრის შემოსავლების 81%-ს.
სატელიტური ფასიანი ტელევიზიის შემოსავალი 2025 წლამდე 18 მილიარდი დოლარით შემცირდება, საიდანაც 14 მილიარდი აშშ-ს ბაზარზე მოდის. IPTV სექტორის შემოსავალი სტაბილური იქნება 27 მილიარდ აშშ დოლარის ფარგლებში. საკაბელო ტელევიზიის გლობალური ბაზრის შემოსავალმა (ციფრული და ანალოგური) თავის პიკს 2012 წელს მიაღწია და შეადგენდა 97 მილიარდი დოლარი. 2025 წლისთვის კი 63 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.
წყარო: https://mediasat.info/ru/2020/06/04/pechal-platnogo-tv/