საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად

მ/წლის 29 სექტემბერიდან-01 ოქტომბერის ჩათვლით თბილისში „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზატორობით გაიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია -„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიული გაერთიანებებისა და ასოციაციების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები, აპარატურის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები, კონტენტის მწარმოებელი კომპანიები, მედია ექსპერტები, მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგატმა. კონფერენცია ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ კომპლექსში - „სადღესასწაულო რიტუალების სასახლეში“.

კონფერენცია გახსნა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა გურამ ბერუაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში საკაბელო ტელევიზიის შექმნისა და განვითარების ისტორიისა და მასში კავშირის როლის შესახებ.

ირინა სახნომ, Mediasat-ის მედია ექსპერტმა მსოფლიო ბაზარზე ძირითადი ტენდენციების შესახებ გააკეთა მოხსენება. სხვადასხვა ქვეყნების ბაზრები თანდათან ციფრულზე გადადის, ციფრული კაბელი ცვლის ანალოგურს. სერვისები IPTV, OTT  მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებენ. თანამგზავრული ტელევიზიის გლობალური მაჩვენებლები ნელა, მაგრამ სწორად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებში სიტუაცია შეიძლება, განსხვავებული იყოს.  მწიფდება მობილური რევოლუცია და  5G. აშშ-ს ბაზარიუდავო მსოფლიო ლიდერია. ყველაზე აქტუალურ  საკითხებს შორის ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე ნტეგრაციაა, პროგრამა ითვალისწინებს ევროპულ ქვეყნებს შორის როუმინგის გაუქმებას, ონლაინ-სერვისებთან წვდომას და სხვა.

ირინა სახნომ, ასევე წარმოადგინა მოხსენება მსოფლიოში მეკობრეობასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ - ეს პრობლემა  ყველა ქვეყანაში, პოსტსაბჭოურ სივრცეზე კი განსაკუთრებით აქტუალურია. აშშ-შიც კი, რომელმაც მეკობრეობასთან ბრძოლაში დიდ  წარმატებას მიაღწია, არალეგალური არხების აუდიტორიის 6%-მა 2015 წელს დარგს 500 მილიონი დოლარის პირდაპირი შემოსავალი წაართვა.

ნინო გოგოლაძემ, კომპანიის «TVMRGE» დირექტორმა Nielsen -ის კვლევებზე დაყრდნობით ქართველი მაყურებლების პრიორიტეტებზე ისაუბრა და ტელეარხების რეიტინგები წარმოადგინა.

 

ნათია კუპრაშვილმა, საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის და ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ უამბო დამსწრე საზოგადოებას. მისი თქმით, ინტერნეტის  შეღწევა  49%-ს შეადგენს, თუმცა მაყურებელთა 90%-ისთვის სიახლეების ძირითად წყაროს ტელევიზია წარმოადგენს. 

პეტერის შმიდრემ, ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის თავმჯდომარემ, გაგვიზიარა ლატვიის გამოცდილება ტექნოლოგიებისა და ბაზრის განვითარებაში. ბატონმა შმიდრემ გვიამბო იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ლატვიის ბაზარი   2007 – 2008 წლებში. ბაზრის მოცულობამ ფულადი ეკვივალენტით თავის პიკს მიაღწია და იმ დროიდან თანდათან იკლებდა. ბოლო წლების ტენდენციებს შორის - ინტერნეტ-ჩართვების აქტიური ზრდაა, გამოჩნდა ბევრი ახალი ინტერნეტ-პროვაიდერი, უმსხვილესი ოპერატორის   Lattelecom-ის წილი თანდათან მცირდება. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ლატვიაში მობილური ინტერნეტის მძაფრი განვითარება ხდება.  ინტერნეტ-მომსახურების კავშირი, ზოგიერთი მაჩვენებლით ლიდერობს ევროპაში, ფასი კი ამასთან ზომიერი რჩება.

ვიგენ არუშანიანმა, სომხეთის საკაბელო ტელემაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა,   სომხეთის ბაზარზე მოგვითხრო. სომხეთში ფასიანი ტელევიზიის სააბონენტო ბაზა სულ რაღაც 27 000 ადამიანს შეადგენს, მათ შორის   4500 თანამგზავრული ტელევიზიის აბონენტია, აბონენტების 50% ერევანზე მოდის. ამასთან, ქვეყანაში 44 მოქმედი ოპერატორია.  ვიგენ არუშანიანის პროგნოზების თანახმად, ციფრული ფასიანი ტელევიზიის ბაზარი ზრდას გააგრძელებს, მათ შორის გაიზრდება   HD-ტელეარხების რაოდენობა. ძლიერდება კონკურენცია არახაზოვანი ტელევიზიის მხრიდან და მოსალოდნელია ბაზარზე ახალი გადაწყვეტილებების გამოჩენა, მათ შორის   ОТТ ქსელების LTE 4G-ის, DTH-ის ახალი ოპერატორის მეშვეობით. სომხეთში ძირითადი პრობლემებს წარმოადგენს:მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობა; ფასის/არხების რაოდენობის არაადეკვატური თანაფარდობა; ბევრ პოპულარულ ტელეარხზე უფლებების არარსებობა; მაღალრეიტინგული სატელევიზიო კონტენტის და ფილმების ღია ეთერში ხელმისაწვდომობა. ამგვარად, სომხეთის ფასიანი ტელევიზიის ბაზარი გადატვირთული არ არის და მზადაა ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ტელეარხების მისაღებად.  

ვლადიმირ ტოპალმა, მოლდოვას ტელერადიომაუწყებელთა პატრონალური ასოციაციის თავმჯდომარემ, მოლდოვაში საკაბელო ტელევიზიის რეგულირების, საავტორო უფლებებთან არსებული პრობლემების, ციფრულზე გადასვლის და მედია-ბაზრის სხვა პრობლემების შესახებ ისაუბრა.

გიორგი ბარზაშვილმა, უკრაინული კომპანიის   DigitalScreens დირექტორმა, გაგვიზიარა ფასიანი ტელევიზიის აგების გამოცდილება უკრაინულ ბაზარზე, რომელიც არ არის მიჩვეული გადახდას და სავსეა მეკობრეებით.  კომპანია რამდენიმე პლატფორმას ავითარებს:   3GTV  - Vodafone-სთან პარტნიორობით, ADSLIPTV – უკრტელეკომთან, ОТТ (OLL.TV), 3GVOD, DTH (XtraTV) და გასაშვებად მომზადებული საერთაშორისო  ОТТ პროექტი. ბატონმა ბარზაშვილმა დაწვრილებით გვიამბო ინტერაქტიული ტელევიზიის პროექტზე უკრტელეკომთან ერთობლივი მუშაობის შესახებ.

გერმან გეერმა, კომპანიის ASTRO Strobel (გერმანია) გაყიდვების დირექტორმა გვიამბო იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა და აშენებდა საკუთარ ქსელებსა და ბიზნეს-მოდელებს ევროპული საკაბელო ოპერატორები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების პრეზენტაციები, მათ შორის საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი - FilmBox International-ის არხები.

კონფერენციის შესახებ სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს ცნობილ გამოცემებში. მათ შორის Mediasat-წერს: „მინდა მოგითხროთ საოცარ შინაურულ ვითარებაზე, რომელიც არ ახასიათებს ხოლმე ასეთ ოფიციალურ ღონისძიებებს და რომლის გადმოცემა საქმიანი გამოცემის სტატიაში შეუძლებელია. არც კი ვიცი, რაშია აქ საიდუმლო. შესაძლებელია, ეს ბატონი გურამის ოჯახის - კონფერენციის უშუალო ორგანიზატორების - განსაკუთრებული ნიჭის ბრალია, ან იმოქმედა საქართველოს მაგიამ  - მშვენიერი, სტუმართმოყვარე ქვეყნის, რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ასეა თუ ისე, კონფერენცია საოცარ  რეალურ ზღაპარს დაემსგავსა, რომელშიც მოხვედრას ყველას ვუსურვებ!“.

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილეს და პარტნიორს.


____________________________ ორგანიზატორი _______________________________

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“

_____________________________ პარტნიორები ________________________________

         


     

____________________________ მხარდამჭერები _______________________________

          


    


       


             


         


  


_____________________________ მედია პარტნიორები ____________________________

       

  

   

     

    

უკან