საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის ტელეკომუნიკაციების ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის შმიდრემ.

უკან