ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. სატელევიზიო სერვისის პროვაიდერებიც მუდმივად ზრდიან შესაძლებლობებს და აუმჯობესებენ ხარისხს. ეს არის ტელევიზიის ერთგვარი ევოლუცია. სატელევიზიო არხების საყურებლად აუდიტორიას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატი, როგორებიცაა საკაბელო ტელევიზია, სატელიტური მაუწყებლობა, ეთერი, ანალოგური და DVB-T2 პლატფორმები. თუ გავითვალისწინებთ ამ ფორმატების შედარებით მახასიათებლებს, საკაბელო ტელევიზიის შემთხვევაში კაბელი არ საჭიროებს დამატებითი აღჭურვილობის დაყენებას, თქვენ უბრალოდ უნდა შეიყვანოთ კაბელი თქვენს ბინაში და დაუკავშიროთ ტელევიზორს. სატელიტური ტელევიზიას და DVB-T2-ს სჭირდება დამატებითი აღჭურვილობა.
დამატებითი აღჭურვილობის საშუალო ღირებულება ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.
ციფრული ტელევიზიის DVB-T2 უდავო უპირატესობა ის არის, რომ დაფარვის ზონა როგორც დიდ, ისე პატარა ქალაქებში საკმაოდ დიდია. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ციფრული ტელევიზიით HD ხარისხით. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ციფრული ტელევიზია არის ძვირადღირებული სატელიტური ტელევიზიის ალტერნატივა და შესანიშნავია კერძო სექტორის მაცხოვრებლებისთვის. ციფრული ტელევიზიის აბსოლუტური მინუსი ახალ ფორმატში არის რესივერის შეძენის აუცილებლობა.
ასეთი რესივერის კომპლექტაციაში შედის: ინსტრუქცია, ეთერის რესივერი, ადაპტერი, დისტანციური პულტი, ასევე დამაკავშირებელი კაბელი. რესივერის შეერთების პროცედურა ერთნაირია. რესივერის უკანა პანელზე არის შესაერთებელი დეციმეტრული დაიპაზონის ანტენა. შევაერთოთ ჩვენი ანტენა და კაბელის დახმარებით შევუერთებთ ტელევიზორს ფერის მიხედვით.
როცა დავუკავშირებთ რესივერს ტელევიზორს ვირჩევთ av-ს შემსვლელს. ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდება ჩატვირთვის საინფორმაციო ფანჯარა. ამის შემდეგ გამოიყენებთ რესივერის პულტს. რესივერი როდესაც ჩაიტვირთება, მართვის ღილაკების საშუალებით აირჩევთ ინტერფეისის ენას. თუ გაქვთ შიდა ანტენა, გადადით ანტენის კვების პუნქტზე და ჩართეთ იგი. არხის გადართვის ღილაკის გამოყენების საშუალებით, გადადით არხის საძიებო პუნქტში და დააჭირეთ ღილაკს OK-ს. დაელოდეთ სანამ რესივერი დაასკანერებს არხებს.
ძიების დასრულების შემდეგ რესივერი ავტომატურად შეინახავს ყველა მოძებნულ არხებს და გადავა სიის პირველ არხზე. თუ ავტომატურ დაპროგრამებას შედეგი არ აქვს, მაშინ უნდა სცადოთ რესივერის მანუალური დაპროგრამება. ამისათვის უნდა გაარკვიოთ რა სიხშირეებზე მუშაობს ციფრული ხმელეთის ტელევიზია თქვენს რეგიონში.
თუ რესივერმა ავტომატურად ვერ ნახა ვერცერთი არხი, შემდეგ გადადით ჰიპო-დაპროგრამებაში, დააჭირეთ ღილაკს “exit”, გადადით ძიებაში, აარჩიეთ მანუალური ძებნა და დააჭირეთ OK-ს. მიუთითეთ სიხშირის არხის ნომერი. უნდა გამოჩნდეს სიგნალის დონე და ხარისხი. დააჭირეთ ღილაკს OK-ს. ციფრული რესივერი დაასკანერებს მითითებულ სიხშირის არხებს, თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ თქვენ უნდა დაარეგულიროთ ანტენა. ოთახის ანტენისთვის, თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი ადგილი ოთახში, სადაც იქნება მაქსიმალურად მაღალი დონის სიგნალი.
გარე ანტენისთვის, თქვენ უნდა იცოდეთ კოშკის ადგილმდებარეობა. შემდეგ დაასკანერებთ ყველა სიხშირეს მანუალურად.
წყარო: Mediasat