|
- უყურე აღმოსავლეთს! "დორამა" თავდაპირველად მხოლოდ იაპონურ რომანებს ერქვა, თუმცა ტერმინმა მალე მოიპოვა ფართო გავრცელება და დღეს „დორამად" მოიხსენიება კორეული, ჩინური, ტაივანის და ჰონგ კონგის სერიალებიც. ტელეარხზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ჟანრი: კომედია, დეტექტივი, სასიყვარულო, ისტორიული, ტრილერი, საშინელებათა ჟანრი და მრავალი სხვა. |
|
- პირველი ზღაპრული არხი მთელი ოჯახისათვის. სამიზნე აუდიტორია არის მთელი ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები 4-დან 12 წლამდე. ტელეარხის გაშვებამდე, კომპანიამ ჩაატარა კვლევა არხის შინაარსთან დაკავშირებით. კვლევაში გამოიკითხა ქალთა ჯგუფი, რომელთაც ყავთ ბავშვები 4-დან 12 წლამდე. (4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები კვლავ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას უყურებს მათი შვილი, ანუ აკონტროლებენ ინფორმაციის ნაკადს.) კვლევაში მოანაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: ტელევიზორში რა საბავშვო ჟანრი არ არის წარმოდგენილი ან არასაკმარისია? კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ზღაპრის ეკრანიზაცია არ არის საკმარისი სატელევიზიო სივრცეში; მულტფილმები ვერ შეცვლის ზრაპარს ბავშვების გონებაში; არასაკმარისია ხარისხიანი საბავშვო კონტენტი; კინო-ზღაპარი საუკეთესო საშუალებაა მთელი ოჯახისთვის ტელევიზორთან დროის გასატარებლად. "В гостях у сказки" -ის კონტენტი არის სრულიად განსხვავებული სხვა საბავშვო ტელეარხებისგან. |