კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019

კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019“ გაიმართება 2019 წლის 7-8 ნოემბერს ქ.ერევანში.

კონფერენციის მიზანია რეგიონალური ბაზრის შესაძლებლობების განხილვა და პლატფორმის ფორმირება ღირებული დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სატელეკომუნიკაციო დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა, დარგის განვითარებასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული თემების გაანალიზება და სამომავლო გეგმების დასახვა.

კონფერენციის ორგანიზატორი „სომხეთის საკაბელო მაუწყებელთა ასოციაცია“ გპირდებათ ორდღიან საქმიან პროგრამას, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ღირებული გამოცდილება და შეხვდეთ რეგიონალური ბაზრის წარმომადგენლებს. დაგეგმილია კულტურული და საექსკურსიო პროგრამები.

უკან