კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები წარმატებით ჩატარდა

 

2019 წლის 7-8 ნოემბერს, სომხეთში, ქ.ერევანში „სომხეთის საკაბელო მაუწყებელთა ასოციაციის" ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2019". კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, მაუწყებლებმა, ინტერნეტ და საკაბელო ოპერატორებმა.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ბერუაშვილმა წარადგინა მოხსენება „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების ბაზარი. სირთულეები და გამოწვევები". 

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი მადლობას უხდის კონფერენციის ღონისძიების ორგანიზატორს - „სომხეთის საკაბელო მაუწყებელთა ასოციაციას" და მის პრეზიდენტს არარატ არუშანიანს კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, რომელმაც საშუალება მისცა დარგის ყველა სპეციალისტს მიეღო და გაეზიარებინა გამოცდილება, რაც სამომავლოდ საკაბელო ოპერატორებს დაეხმარება საქმიანობაში და დარგის განვითარებაში.

უკან