Discovery Communications Europe

ტელეარხი Travel Channel წარმოგიდგენთ მოგზაურობის უნიკალურ ექსპერიმენტებს. მისი პროგრამებით მაყურებელი იმოგზაურებს მთელს მსოფლიოში, დაწყებული მდიდრული დასასვენებელი ადგილებიდან და კულინარული აღმოჩენებიდან, დასრულებული ლაშქრობის თავგადასავლებითა და ეპიკური მოგზაურობებით. Travel Channel გაჩვენებთ გასაოცარ, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ადგილებს. ეს არხი თქვენთვის ხელმისაწვდომს ხდის კულისებიდან გაეცნოთ მოგზაურობის ყველა მხარეს, შეგახვედრებთ ხალხს დაწყებული მესაზღვრეებიდან, დამთავრებული კაზინოს კრუპიეებითა და მოცეკვავე გოგონებით. რეალური ადამიანები, რეალური და დაუჯერებელი ისტორიები ერთ კამერაში.  იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით ცოტა უფრო მეტ ფუფუნებასთან ერთად. Travel Channel საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ პირველი კლასის გარემოში, რადგან იგი გამოგზაურებთ მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ დასასვენებელ ადგილებში. ჟრუანტელი დაგივლით როცა გახდებით მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალური რბოლის მონაწილე Travel Channel-თან ერთად. 

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ არხზე! მხოლოდ Travel Channel-თან ერთად!

 

ტელეარხი Food Network კულინარიის ხელოვნებაზე, გემრიელი კერძების შესახებ პროგრამებზე ახლებურ ხედვას გვთავაზობს, მათ ბრწყინვალე და მოულოდნელ საზღვრებს გვიხსნის. საჭმლის როგორც სიამოვნების მიღების წყაროს განდიდებით Food Network საკუთარ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ბრენდად რჩება. ტელეარხის პროგრამა აღსავსეა მრავალი ჯილდოს მფლობელი შოუებით, ცნობილი შეფ-მზარეულების მონაწილეობით და წარმტაცი კულინარული შეჯიბრებებით. ტელეარხის წამყვანები სიამოვნებით გვიზიარებენ ორიგინალურ და საინტერესო რეცეპტებს და სიხარულით გვიყვებიან სხვადასხვა ქვეყნების გასტრონომიულ ტრადიციებზე, ცნობილი ადამიანების საკვებისადმი მიდრეკილებაზე და საუკეთესო კერძების მომზადების საიდულმოებებს გვიზიარებენ.

 

 

უკან