Новый мир

    

 

 

ტელეარხმა მაუწყებლობა დაიწყო 2016 წელს და დღეს უკვე იგი არის ევროპის, ბალტიის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვეთის, დსთ-ს ქვეყნების და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის საყვარელი საოჯახო ტელეარხი.
ტელეარხი Новый Мир გვთავაზობს პროფესიონალურად და ხარისხიანად შედგენილ სამაუწყებლო ბადეს, რომელიც აკმაყოფილებს აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებს. აქ იხილავთ საინფორმაციო პროგრამებს, უახლესი სერიალების პრემიერებს, თანამედროვე ფილმებს და კინოკლასიკას, გასართობ შოუებს და ბევრ სხვა გადაცემას.
საინფორმაციო გამოშვება დღეში 5 ჯერ წარმოგვიდგენს ევროპისა და მსოფლიოს მთავარ ამბებს. მოკლედ და მიუკერძოებლად მოგვითხრობს ყველაფერზე, რითიც ცხოვრობს დღეს ევროპა და მსოფლიო.
ტელეარხ Новый Мир-ის ეთერში ვიხილავთ პროგრამებს, რომელიც დაეხმარება ტურისტებს და ემიგრანტებს სწრაფად აითვისონ ქვეყანა, სადაც იმყოფებიან და იგრძნონ თავი როგორც საკუთარ სახლში.
ამავე არხზე იხილავთ ძველ და თანამედროვე ფილმებს, მიუზიკლებს და დოკუმენტურ ფილმებს. აგრეთვე კულტურულ ღონისძიებებს, ვარსკვლავურ სიახლეებს და ბევრ გასართობ პროგრამას.

 

უკან