აშშ-ში OTT პლატფორმებზე სპორტულ კონტენტზე მოთხოვნა იზრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტული კონტენტის მოხმარების ტენდენცია სწრაფად იცვლება. სულ უფრო მეტი მაყურებელი პირდაპირ სპორტულ ტრანსლაციებს ტრადიციული ტელევიზიის ნაცვლად OTT (Over-the-Top) და სტრიმინგ პლატფორმებზე უყურებს.

Hub Entertainment Research-ის კვლევის "What's the Score?" მიხედვით, 2025 წელს სპორტული კონტენტის სტრიმინგით ყურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოკითხულთა 69% აცხადებს, რომ პირდაპირ სპორტულ ტრანსლაციებს SVoD (Subscription Video on Demand) პლატფორმებზე უყურებს, 66% - სამაუწყებლო ტელევიზიით, ხოლო 63% - საკაბელო არხების საშუალებით.

კვლევა აჩვენებს, რომ სტრიმინგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა აუდიტორიაში. 18-34 წლის ასაკის გულშემატკივრების თითქმის ნახევარი (48%) სპორტულ ღონისძიებებს სწორედ სტრიმინგ სერვისების მეშვეობით ადევნებს თვალს, მაშინ როდესაც უფროს ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენს.

ამასთან, სოციალური მედია სპორტული ინფორმაციისა და მოკლე ვიდეოკონტენტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. გამოკითხულთა 62% სპორტულ სიახლეებსა და კონტენტს სოციალური ქსელებიდან იღებს, ხოლო ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.

ტენდენცია ნათლად მიუთითებს, რომ სპორტული კონტენტი თანდათან გადადის ციფრულ პლატფორმებზე. სწორედ ამიტომ, სპორტის ტრანსლაციის უფლებები და OTT სერვისების განვითარება დღეს სატელევიზიო და მედია ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად იქცა.

წყარო:

www.hubresearchllc.com

www.advanced-television.com

 

 

უკან