მ/წლის 28-29 სექტემბერს ქ.ერევანში გაიმართა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2017". კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, საკაბელო ოპერატორებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, აპარატურის მწარმოებელი კომპანიის და ტელეარხების წარმომადგენლებმა სომხეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციაზე განხილული იქნა დარგის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები.
სომხეთის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ, ბორის დემირხანიანმა ისაუბრა სომხეთში საკაბელო ტელევიზიების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მის თავისებურებებზე და საყურადღებო ეტაპზე. მიმოიხილა არსებული მდგომარეობა.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილი თავის მოხსენებაში შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, რომელიც შეეხება მაუწყებლების და საკაბელო ოპერატორების ურთიერთდამოკიდებულებას. დამსწრე საზოგადეობას გააცნო საქართველოს და ევროპის პრაქტიკა Must Carry-ის პრინციპთან დაკავშირებით.
გერმანული კომპანიის Astro strobe-ის გაყიდვების დირექტორმა გერმან გეერმა ისაუბრა გერმანულ ოპერატორებთან დაკავშირებით, ხოლო სომხეთის საავტორო უფლებების ასოციაციის პრეზიდენტმა არტურ ვარდერესიანმა წარმოადგინა საინტერესო მოხსენება -"მეკობრეობა" და უკანონო მაუწყებლობა. სიტუაციის ანალიზი, ბრძოლის ეფექტურობა, სამართლებრივი საკითხები და გადაწყვეტილებები". კონფერენცის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსიები სხვადსხვა აქტუალურ თემაზე, განიხილეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები. დარგის ექსპერტი დიმიტრი კოლესოვმა მიმოხიხილა მსოფლიოს ფასიანი ტელევიზიები, წარმოადგინა დარგის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი პირობები.
კონფერენციის დასარულს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების თავმჯდომარემ გურამ ბერუაშვილმა და სომხეთის სააბელო მაუყებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა არარატ არუშანიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ერთობლივი საქმიანობის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას ერთის მხრივ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს, სომხეთის საკაბელო მაუწყებელთა ასოციაციასა და CSTB.Telecom&Media-ს შორის.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი მადლობას უხდის სომხეთის საკაბელო მაუწყებელთა ასოციაციას და მის პრეზიდენტს არარატ არუშანიანს კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, საინტერესო თემებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის რომელიც დაეხმარება საქართველოსა და სომხეთის საკაბელო ოპერატორებს უფრო მეტად განავითარონ დარგი.