საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია TELCO TRENDS 2017, რომლის პარტნიორიც არის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად

 

Telco Trends 2017: ტელეკომუნიკაციის ექსპერტები დსთ-ს ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან შეხვდებიან ერთმანეთს იურმალაში

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS 2017 ამ სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაგეგმილი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც გაიმართება 2017 წლის 14-18 აგვისტოს საკურორტო ქალაქ იურმალაში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ფასიანი ტელევიზიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ღონისძიება. 37 ქვეყნის დაახლოებით 400 ექსპერტი შეხვდება ერთმანეთს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, რათა გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები. გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.telcotrends.eu

ფორუმის ძირითადი თემებია:

-         ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზარი

-         სამაუწყებლო ორგანიზაციების ფორუმი. ადგილობრივი კონტენტის შექმნის გამოწვევები და გლობალური ბაზრის კომპლექსურობა;

-         ტელე და OTT სერვისების საერთაშორისო ბაზრის დინამიკის ანალიზი;

-         თანამედროვვე გადახდის ტექნოლოგიების განვითარება;

-         ტექნიკური სატელევიზიო და მულტიმედია მიდგომები/რჩევები მსოფლიოს წამყვანი პროდიუსერებისგან;

-         საკუთრების უფლების დაცვა. მეკობრეობასთან ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტები და მეთოდები;

-         ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების გამოფენა და კონტენტის გამოფენა-ბაზრობა.

მისი შვიდწლიანი არსებობის მანძილზე, TELCO TRENDS კონფერენციამ მოიპოვა ევროპაში ინდუსტრიის თემაზე გამართული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფორუმის რეპუტაცია რომელიც ერთმანეთთან აახლოებს დასავლეთს და აღმოსავლეთს, აერთიანებს ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებიდან მეწარმეებს. ამდენად, გასაოცარი არაა რომ ღონისძიებას მხარს უჭერს ისეთი გავლენიანი ინდუსტრიული კომპანიები როგორიცაა ComNews, Cableman და MediaSat; მათ გარდა SES და First Channel: World Wide Web მისი გენერალური პარტნიორები არიან.

ტელეკომუნიკაციას არ გააჩნია საზღვრები და გლობალური ICT ბაზრის მონაწილეებს ბევრი საკითხი აქვთ ერთად განსახილველი. ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე გავლენიანი პირები ინფორმაციას მიაწვდიან მონაწილეებს პროგრამის ციფრული ევროპა  განხორციელების შესახებ და ასევე გააცნობენ ახალ რეგულაციებს. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის ასოციაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ რა გავლენა მოახდინა ბაზარზე ცვლილებებმა მათს ბიზნესზე.

დიმიტრი კოლესოვი, J’son & Partners Consulting-ის ტელე და კონტენტის განყოფილების დირექტორი გააკეთებს ფასიანი ტელეოპერატორების საქმიანობის ეფექტურობის ანალიზს ARPU-ს ზრდასთან მიმართებაში. ვიქტორ დოსტოვი, Electronic Money- ის ასოციაციის პრეზიდენტი ისაუბრებს გადახდის ტექნოლოგიებზე და პროდუქტიულობაზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის.

TELCO TRENDS-ზე ყურადღება გამახვილდება ასევე წლის უმნიშვნელოვანეს თემაზე, რომელიც კანში MIPTV-ის მთავარი თემაც გახდა: მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უპასუხებენ კითხვას „ტელევიზიისთვის რას ნიშნავს ვირტუალური და დამატებითი რეალობა?“ და რისთვის უნდა იყონ მზად ტელე-არხები და კონტენტის პროდიუსერები.

ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების გამოფენა, ისევე როგორც კონტენტის ბაზრობა CONTENT MARKETPLACE გაიმართება კონფერენციის დროს.

ფასიანი ტელევიზიის ტექნიკურ მრჩეველთა მსოფლიო ლიდერები წარმოგვიდგენენ თავიანთ ნოუ-ჰაუს. ტელეარხებისთვის და ვიდეოთეკებისთვის, წარმოდგენილი იქნება ყველაზე ყურებადი ფილმები, სერიალები და მულტფილმები. ფასიანი ტელე-ოპერატორები მიიღებენ ინფორმაციას არხებისა და ვიდეო სერიების საუკეთესო არჩევანის შესახებ.

ინტენსიური სამუშაო დღის შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ღონისძიებებით დატვირთული საღამოს პროგრამით გასართობად: რიგის და იურმალას საუკეთესო რესტორნებში და კოქტეილის წვეულებაზე ულამაზეს სანაპიროზე, რომლის მასპინძელიც გენერალური სპონსორი SES იქნება.

Wild TV სპონსორობის დახმარებით, 17 აგვისტს, ფორუმის ბოლო დღეს, Telco Trends-ის სტუმრები გაემგზავრებიან სილაკას რეკრეაციულ ცენტრში, სადაც ისიამოვნებენ ზუთხზე და კალმახზე თევზაობით, მიირთემევენ გემრიელ კალმახს და გრილზე შემწვარ ზუთხს; გაერთობიან სხვადასხვა გასართობებით, რაც ამ საღამოს მათთვის დაუვიწყარს გახდის.

ადგილმდებარეობა: სემარაჰის სასტუმრო ლიელუპე

Telco Trends-ის სამუშაო ენებია: რუსული, ინგლისური. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი


მონაწილეობის გადასახადი:

მხოლოდ სამუშაო სესიებზე: 100 ევრო

ყველა ღონისძიებაზე დასწრება: 200 ევრო

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ და ასევე ფორუმზე რეგისტრაცია გაიაროთ TELCO TRENDS -ის ვებგვერდზე: www.telcotrends.eu

თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუკ და ტვიტერის გვერდს რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაციები TELCO TRENDs-ის შესახებ

www.fb.com/telcotrends

www.twitter.com/telcotrends


მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას იურმალაში! 

უკან