TELCO TRENDS 2016
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციაში TELCO TRENDS 2016, რომელიც გაიმართა ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში მ/წლის 17-19 აგვისტოს. გურამ ბერუაშვილი გამოვიდა მოხსენებით “საქართველოში დარგის რეგულირების შესახებ, რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან. საერთაშორისო დონეზე აქტიური მოღვაწეობისთვის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს" გადაეცა სერტიფიკატი.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი უკვე მრავალი წელია კონფერენცია TELCO TRENDS -ის პარტნიორი და მხარდამჭერია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მრავალი ქვეყნის ავტორიტეტული კომპანიები და დარგის სპეციალისტები.
უკან