
გურამ ბერუაშვილი: must carry და must offer-ის ქართული ვარიანტი2025-04-08
ინტერვიუ აღებულია 2018 წელს, საერთაშორისო კონფერენცია „საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეების" ფარგლებში.
სანამ თბილისში კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიისა და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018" მიმდინარეობს, მედიასატმა საქართველოს საკაბელო ტელევიზიის კავშირის თავმჯდომარეს, კავკასიის საკაბელო ტელევიზიის პატრიარქს, გურამ ბერუაშვილს სთხოვა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

მითები თანამედროვე ტელევიზიაზე2025-03-18
ტელევიზიის ინდუსტრია ბოლო წლებში სწრაფად იცვლება. სტრიმინგ პლატფორმების განვითარებამ, მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ არაერთი მოსაზრება გააჩინა, რომელთაგან ბევრი სინამდვილეს აღარ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ტელევიზიის როლი იცვლება, ის კვლავ რჩება თანამედროვე მედია ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მითს თანამედროვე ტელევიზიის შესახებ.

წყალქვეშა ინტერნეტი – მსოფლიოს დამაკავშირებელი უხილავი ინფრასტრუქტურა2024-12-05
როდესაც ინტერნეტს ვიყენებთ, იშვიათად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მონაცემები შესაძლოა ათასობით კილომეტრს ოკეანის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადიოდეს. მიუხედავად თანამგზავრული ინტერნეტის სწრაფი განვითარებისა, მსოფლიოს საერთაშორისო მონაცემთა მიმოცვლის 99%-ზე მეტი სწორედ წყალქვეშა საკაბელო სისტემებით ხორციელდება. ეს ინფრასტრუქტურა თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია.

ქსელის ნეიტრალიტეტი - საერთაშორისო გამოცდილება და რეგულირების თანამედროვე მიდგომები2024-11-28
ინტერნეტ ქსელის ნეიტრალიტეტი (Net neutrality) არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ინტერნეტ ტრაფიკის თანაბარი და არადისკრიმინაციული გადაცემა და არ მოახდინონ კონკრეტული სერვისების ან პლატფორმების უპირატესი ან შეზღუდული დამუშავება.

სატელეკომუნიკაციო სერვისები – სტატისტიკა და მთავარი ტენდენციები2024-03-12
სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად ციფრული ეკონომიკის საფუძვლად ყალიბდება. ინტერნეტზე, მობილურ კავშირსა და ციფრულ პლატფორმებზე დამოკიდებულების ზრდა აჩვენებს, რომ ტელეკომუნიკაცია აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება - ის გახდა ბიზნესის, განათლების, გართობისა და ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით2021-07-27
2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს "მედია რაითს ჯორჯიას" წერილი, ტელეარხების - იმედი, ჯიდიეს თივი, რუსთავი 2, პოს ტვ, ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი-ს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 01 აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარშე.

ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media 2021 -ს. 2021-06-08
გამოფენა-ფორუმი CSTB. Telecom & Media უკვე 20 წელზე მეტია არის ადგილი, სადაც ხდება კომუნიკაცია პროფესიონალებს შორის ტელეკომსა და მედიაინდუსტრიაში. 2021-მა წელმა რამოდენიმე ცვლილება მოიტანა: ღონისძიება პირველად გაიმართება ზაფხულში და ოთხი დღე გაგრძელდება, 15-დან 18 ივნისამდე.
რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media -ს წელს?

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება2020-09-10
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებით, ყოველწლიური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2020" საქართველოში წელს არ ჩატარდება.

CSTB.TELECOM & MEDIA 2019-12-05
CSTB.TELECOM & MEDIA არის უნიკალური საერთაშორისო პროექტი, ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს სატელევიზიო, ტელეკომუნიკაციისა და მედიის ინდუსტრიის ყველა სპეციალისტს.

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები წარმატებით ჩატარდა2019-11-14
2019 წლის 7-8 ნოემბერს, სომხეთში, ქ.ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2019". კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, მაუწყებლებმა, ინტერნეტ და საკაბელო ოპერატორებმა.

