სიახლე

 

 

 

 

Telco Trends 2017: ახალი ტექნოლოგიები, ბრძოლა „მეკობრეებთან“ და ვირტუალური რეალობა
2017-08-03

14 აგვისტოს იურმალაში იწყება ბალტიის ქვეყნების საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების მთავარი მოვლენა - მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა    TELCO TRENDS 2017.  400-მდე ექსპერტი მსოფლიოს 37 ქვეყნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავს ინდუსტრიის ყველაზე ცხელ თემებს

ვრცლად...

ახალი არხები საქართველოში
2017-09-11

ძვირფასო ოპერატორებო,

გაცნობებთ, რომ თქვენ უკვე საშუალება გაქვთ მიიღოთ ტრანზიტის უფლება მსოფლიოს წამყვან, რეიტინგულ არხებზე - Fine Living და Food Network. ტელეარხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://cable-tv.ge/telearkhebi/scripps-network-channels.html პირველი ხუთი ოპერატორი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას მითითებულ არხებზე მიიღებს სამახსოვრო საჩუქრებს ტელეარხებისგან. 

 

ვრცლად...

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია TELCO TRENDS 2017, რომლის პარტნიორიც არის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად
2017-07-14

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS 2017 ამ სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაგეგმილი ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც გაიმართება 2017 წლის 14-18 აგვისტოს საკურორტო ქალაქ იურმალაში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ფასიანი ტელევიზიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ღონისძიება.

ვრცლად...

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ შეისწავლა ევრორეგულაციები Must Carry-სა და Must offer-თან დაკავშირებით
2017-07-11

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" შეისწავლა ევროპული პრაქტიკა Must Carry პრინციპთან დაკავშირებით. კვლევის საგანი გახლდათ მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება სიგნალის გავრცელებასთან მიმართებაში და სატელევიზიო არხების ტრანზიტის კომერციული პირობები.

ვრცლად...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა საქართველოს პარლამენტს მიმართა
2017-06-20

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" მიმართა საქართველოს პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული „სავალდებულო ტრანზიტის" პირობების გადასინჯვის თხოვნით. კავშირმა პარლამენტს წარუდგინა კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს Must Carry-სა და Must Offery-ის პრინციპები. 

ვრცლად...

28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები
2017-06-08

მ/წლის 28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - მიღწევები, პერსპექტივები და გამოწვევები". ერევანში ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საკაბელო და ციფრული მაუწყებლობის პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები სომხეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ვრცლად...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის ტელეკომუნიკაციების ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას
2017-03-28

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის.

ვრცლად...

ქართული ტელეარხები საკაბელო ოპერატორებისგან სიგნალის ტრანზიტის უფლებისთვის თანხას ითხოვენ
2017-05-16

მაისის თვეში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა მოულოდნელად კომპანია „მედია რაითს ჯორჯია"-გან („GMR" ) მიიღეს ულტიმატუმის ენაზე შედგენილი წერილი, რომლითაც კომპანია იტყობინება რომ მალე მიიღებენ უფლებებს ტელეარხების „რუსთავი 2", „კომედი არხი", „მარაო", „იმედი", „მაესტრო", „ჯიდიეს"-ის კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებით

ვრცლად...

TELCO TRENDS 2016
2016-08-27

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციაში TELCO TRENDS 2016, რომელიც გაიმართა ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში მ/წლის 17-19 აგვისტოს. გურამ ბერუაშვილი გამოვიდა მოხსენებით “საქართველოში დარგის რეგულირების შესახებ, რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან. საერთაშორისო დონეზე აქტიური მოღვაწეობისთვის საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს" გადაეცა სერტიფიკატი.

ვრცლად...

საკაბელო ტელევიზიების მომხმარებელთა საყურადღებოდ!!!
2017-02-24

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცირე საკაბელო ტელევიზიები უახლოეს მომავალში შეწყვეტენ მუშაობას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა საკაბელო ოპერატორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.გთხოვთ, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მსგავსი შეტყობინების მიღებისთანავე დაუკავშირდით თქვენს მომსახურების მომწოდებელს.

ვრცლად...

1 2 3 4