სიახლე

 

 

 

 

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება
2020-09-10

ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებით, ყოველწლიური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2020" საქართველოში წელს არ ჩატარდება.

ვრცლად...

CSTB.TELECOM & MEDIA
2019-12-05

CSTB.TELECOM & MEDIA არის უნიკალური საერთაშორისო პროექტი, ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს სატელევიზიო, ტელეკომუნიკაციისა და მედიის ინდუსტრიის ყველა სპეციალისტს.

ვრცლად...

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები წარმატებით ჩატარდა
2019-11-14

2019 წლის 7-8 ნოემბერს, სომხეთში, ქ.ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2019". კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, მაუწყებლებმა, ინტერნეტ და საკაბელო ოპერატორებმა.

ვრცლად...

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019
2019-10-31

კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019" გაიმართება 2019 წლის 7-8 ნოემბერს ქ.ერევანში.
კონფერენციის მიზანია რეგიონალური ბაზრის შესაძლებლობების განხილვა და პლატფორმის ფორმირება ღირებული დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სატელეკომუნიკაციო დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა, დარგის განვითარებასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული თემების გაანალიზება და სამომავლო გეგმების დასახვა.

ვრცლად...

TELCO TRENDS 2019
2019-04-18

2019 წლის 20-22 აგვისტოს იურმალაში გაიმართება ბალტიისპირეთის ფასიანი ტელევიზიების ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი ღონისძიება  - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა - TELCO TRENDS 2019TELCO TRENDS შეკრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს, ელექტრონული კომუნიკაციების აქტუალური საკითხებისა და მნიშვნელოვანი პრობლემების განსახილველად. კონფერენცია უმასპინძლებს 30 ქვეყნის 400-მდე პროფესიონალს. ასეთი მასშტაბური კონფერენცია და ექპერტების რაოდენობა საუკეთესო შესაძლებლობაა პროდუქტიული საქმიანობისა და პრაქტიკული ინფორამციების გაცვლისთვის.

ვრცლად...

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2018
2018-10-01

2018 წლის 26-27 სექტემბერს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" ორგანიზებით, თბილისმა უმასპინძლა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციას „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018".

ვრცლად...

ძვირფასო კოლეგებო, 26-27 სექტემბერს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018“
2018-05-08

მ/წლის 26-27 სექტემბერს, თბილისში სტარტს აიღებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018". კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების განხილვა, რომელიც შეეხება საკაბელო სატრანზიტო ოპერატორების მუშაობას, მედიას, ტექნოლოგიურ სიახლეებს. აქ შეხვდებით დარგის წამყვან სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, მოისმენთ არსებული პრობლემების კვალიფიციურ ანალიზს, გაეცნობით თანამედროვე მიღწევებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ვრცლად...

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებისა და საკაბელო ოპერატორების შეხვედრის დეტალები
2017-12-01

მ/წლის 01 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის შედგა შეხვედრა. ძირითად საკითხებში კომისიის წევრებსა და ოპერატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებლად მიიჩნევს კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რათა შევიდეს კანონში ცვლილება და გაუქმდეს ე.წ. Must Carry -ის პრინციპი. 

ვრცლად...

აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან
2017-12-01

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ოპერატორები აცხადებენ კომისია თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, ის წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს მფარველობს. 

ვრცლად...

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ოფიციალური განცხადება ტელეკომპანიების „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიეს“, „კომედი არხი“, „მარაო“-ს საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით
2017-11-21

ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანია ცხადყოფს, რომ მათი მიზანი თავიდანვე არ ყოფილა საკაბელო ოპერატორებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამიტომ ოპერატორების მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებაზე მათ უარი განაცხადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურად ეცემა მითითებული მაუწყებლების რეიტინგები, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება  საკაბელო ქსელებით გავრცელებული მაღალხარისხიანი უცხოური კონტენტის მიმართ მომხმარებელთა ინტერესს.

ვრცლად...

1 2 3