ქსელის ნეიტრალიტეტი2024-11-28
ინტერნეტ ნეიტრალიტეტის საფუძვლად არის აღებული იდეა, რომ ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა კონტენტზე თანაბარი პირობებით. აქ ის იგულისხმება, რომ ინფორმაციის წყაროსა და შინაარსის მიუხედავად, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მასზე წვდომა ზოგადი პრინციპით დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ფიქსირებული თანხის გადახდას კონტენტში სიჩქარის შეზღუდვის გარეშე.
ციფრული ტელევიზია და მისი მახასიათებლები2024-06-03
ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. სატელევიზიო სერვისის პროვაიდერებიც მუდმივად ზრდიან შესაძლებლობებს და აუმჯობესებენ ხარისხს. ეს არის ტელევიზიის ერთგვარი ევოლუცია. სატელევიზიო არხების საყურებლად აუდიტორიას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატი, როგორებიცაა საკაბელო ტელევიზია, სატელიტური მაუწყებლობა, ეთერი, ანალოგური და DVB-T2 პლატფორმები.
ფასიანი ტელევიზიების ბაზრის შემოსავლები მკვეთრად იკლებს 2024-05-20
ფასიანი ტელევიზიების ბაზრის შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იკლებს. Digital TV Research-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ რეპორტში აღნიშნულია რომ შემოსავლები 2025 წლამდე მკვეთრად შემცირდება, მიუხედავად აბონენტების რიცხვის ზრდისა. შემოსავლების კლება გავლენას მოახდენს 61 ქვეყანაში. ყველაზე დიდი პიკი მოსალოდნელია შეერთებულ შტატებში, სადაც სექტორის შემოსავალი 31 მილიარდი დოლარით შემცირდება. ბრაზილიასა და კანადაში შემცირება შეადგენს 1 მილიარდ დოლარს.
სატელეკომუნიკაციო სერვისები - სტატისტიკა და ფაქტები2024-03-12
სატელეკომუნიკაციო ქსელები არის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით მსოფლიო ახდენს კომუნიკაციას. ყველა სფეროში ეს ქსელები საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს და ბიზნესს დააკმაყოფილონ ციფრული საზოგადოების მოთხოვნები, იქნება ეს ჰიბრიდული მუშაობა, ონლაინ თამაშები თუ ვიდეო ზარი მეგობრებთან საზღვარგარეთ. ინტერნეტთან კავშირისადმი დამოკიდებულება იზრდება, ყურადღების ცენტრშია შემდეგი თაობის ქსელების დანერგვა, რომლებიც ემყარება ტექნოლოგიების ყველაზე საინტერესო განვითარებას, ხელოვნური ინტელექტიდან (AI) ნივთების ინტერნეტამდე (IoT).
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით2021-07-27
2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს "მედია რაითს ჯორჯიას" წერილი, ტელეარხების - იმედი, ჯიდიეს თივი, რუსთავი 2, პოს ტვ, ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი-ს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 01 აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარშე.
ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media 2021 -ს. 2021-06-08
გამოფენა-ფორუმი CSTB. Telecom & Media უკვე 20 წელზე მეტია არის ადგილი, სადაც ხდება კომუნიკაცია პროფესიონალებს შორის ტელეკომსა და მედიაინდუსტრიაში. 2021-მა წელმა რამოდენიმე ცვლილება მოიტანა: ღონისძიება პირველად გაიმართება ზაფხულში და ოთხი დღე გაგრძელდება, 15-დან 18 ივნისამდე.
რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media -ს წელს?
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება2020-09-10
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებით, ყოველწლიური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2020" საქართველოში წელს არ ჩატარდება.
CSTB.TELECOM & MEDIA 2019-12-05
CSTB.TELECOM & MEDIA არის უნიკალური საერთაშორისო პროექტი, ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს სატელევიზიო, ტელეკომუნიკაციისა და მედიის ინდუსტრიის ყველა სპეციალისტს.
კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები წარმატებით ჩატარდა2019-11-14
2019 წლის 7-8 ნოემბერს, სომხეთში, ქ.ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2019". კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, მაუწყებლებმა, ინტერნეტ და საკაბელო ოპერატორებმა.
კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 20192019-10-31
კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019" გაიმართება 2019 წლის 7-8 ნოემბერს ქ.ერევანში.
კონფერენციის მიზანია რეგიონალური ბაზრის შესაძლებლობების განხილვა და პლატფორმის ფორმირება ღირებული დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სატელეკომუნიკაციო დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა, დარგის განვითარებასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული თემების გაანალიზება და სამომავლო გეგმების დასახვა.