
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით2021-07-27
2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს "მედია რაითს ჯორჯიას" წერილი, ტელეარხების - იმედი, ჯიდიეს თივი, რუსთავი 2, პოს ტვ, ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი-ს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 01 აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარშე.

ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media 2021 -ს. 2021-06-08
გამოფენა-ფორუმი CSTB. Telecom & Media უკვე 20 წელზე მეტია არის ადგილი, სადაც ხდება კომუნიკაცია პროფესიონალებს შორის ტელეკომსა და მედიაინდუსტრიაში. 2021-მა წელმა რამოდენიმე ცვლილება მოიტანა: ღონისძიება პირველად გაიმართება ზაფხულში და ოთხი დღე გაგრძელდება, 15-დან 18 ივნისამდე.
რატომ უნდა ვეწვიოთ CSTB. Telecom & Media -ს წელს?

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება2020-09-10
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებით, ყოველწლიური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-2020" საქართველოში წელს არ ჩატარდება.

CSTB.TELECOM & MEDIA 2019-12-05
CSTB.TELECOM & MEDIA არის უნიკალური საერთაშორისო პროექტი, ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს სატელევიზიო, ტელეკომუნიკაციისა და მედიის ინდუსტრიის ყველა სპეციალისტს.

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები წარმატებით ჩატარდა2019-11-14
2019 წლის 7-8 ნოემბერს, სომხეთში, ქ.ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2019". კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ასოციაციებმა, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, მაუწყებლებმა, ინტერნეტ და საკაბელო ოპერატორებმა.

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 20192019-10-31
კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2019" გაიმართება 2019 წლის 7-8 ნოემბერს ქ.ერევანში.
კონფერენციის მიზანია რეგიონალური ბაზრის შესაძლებლობების განხილვა და პლატფორმის ფორმირება ღირებული დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სატელეკომუნიკაციო დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა, დარგის განვითარებასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული თემების გაანალიზება და სამომავლო გეგმების დასახვა.

TELCO TRENDS 20192019-04-18
2019 წლის 20-22 აგვისტოს იურმალაში გაიმართება ბალტიისპირეთის ფასიანი ტელევიზიების ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი ღონისძიება - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა - TELCO TRENDS 2019. TELCO TRENDS შეკრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს, ელექტრონული კომუნიკაციების აქტუალური საკითხებისა და მნიშვნელოვანი პრობლემების განსახილველად. კონფერენცია უმასპინძლებს 30 ქვეყნის 400-მდე პროფესიონალს. ასეთი მასშტაბური კონფერენცია და ექპერტების რაოდენობა საუკეთესო შესაძლებლობაა პროდუქტიული საქმიანობისა და პრაქტიკული ინფორამციების გაცვლისთვის.

კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები-20182018-10-01
2018 წლის 26-27 სექტემბერს „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" ორგანიზებით, თბილისმა უმასპინძლა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციას „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018".

ძვირფასო კოლეგებო, 26-27 სექტემბერს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018“2018-05-08
მ/წლის 26-27 სექტემბერს, თბილისში სტარტს აიღებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - 2018". კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების განხილვა, რომელიც შეეხება საკაბელო სატრანზიტო ოპერატორების მუშაობას, მედიას, ტექნოლოგიურ სიახლეებს. აქ შეხვდებით დარგის წამყვან სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, მოისმენთ არსებული პრობლემების კვალიფიციურ ანალიზს, გაეცნობით თანამედროვე მიღწევებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებისა და საკაბელო ოპერატორების შეხვედრის დეტალები2017-12-01
მ/წლის 01 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის შედგა შეხვედრა. ძირითად საკითხებში კომისიის წევრებსა და ოპერატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებლად მიიჩნევს კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რათა შევიდეს კანონში ცვლილება და გაუქმდეს ე.წ. Must Carry -ის პრინციპი.